დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მავნებელმა თხილის ბაღებიდან სიმინდის ყანებში გადაინაცვლა.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ყანების ქიმიური საშუალებით დროულად დამუშავება, როცა მარცვლეულის ნაყოფში შესვლის ფაზა იწყება.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ანჟელის მასივებში

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში სიმინდის დიდი მასივებია. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სიმინდის ყანები აქვს. ერთ-ერთია შოთა კირჩხალიაა. მას კულტურა 10 ათას კვ.მ -ზე აქვს გაშენებული. სიმინდის რეალიზაციისგან მიღებული თანხა მისი ოჯახის მთავარი შემოსავალია. ფერმერი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 3-5 ტონა მოსავალს იღებდა, მაგრამ გასულ წელს აზიური ფაროსანამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა.

შარშან სიმინდის მოსავალი  მხოლოდ 30 40 გოდორი გამოვიდაყანაში მავნებელი ისე იყო მოდებული,
რომ ვერ გაივლიდიწელს კი თავისუფლად შეგიძლია ყანის ერთი ბოლოდან მეორემდე გასვლა“, – ამბობს შოთა კირჩხალია.

ფერმერი განმარტავს, რომ ამის მიზეზი სწორად ჩატარებული წამლობაა. თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს გვერდში დგომა, რადგან თუ დიდი მასივების ქიმიური საშუალებით მათ მიერ დამუშავება არ მოხდებოდა, ისე ადგილობრივ მოსახლეობას გაუჭირდებოდა წამლობა. შოთა მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ  გლეხებს დიდი ფართობების შესაწამლად არ აქვთ ტექნიკა, ასევე გაუჭირდებოდათ  ქიმიური საშუალების შესაბამისი ნორმების და პერიოდულობის დაცვა.

სპეციალისტის რეკომენდაციები  სიმინდის კულტურის მავნებლისგან დასაცავად

აზიური ფაროსანა კულტურის დაზიანებას ყანის ნაპირებიდან იწყებს. სპეციალისტების რეკომენდაციით:

  • აუცილებელია წამლობა ჩატარდეს მაშინროდესაც სიმინდის კულტურის ნაყოფი რძისებრ სიმწიფეში
    შედის;
  • მავნებლის შემჩნევისთანავე უნდა მოხდეს გარე პერიმეტრის ქიმიური საშუალებით დამუშავებაეს მის
    გავრცელებას შეზღუდავს;
  • აუცილებელია მოსახლეობამ მათ საკუთრებაში არსებული მცირე მიწები დროულად დაამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ბაღლინჯო დიდ მასივებში სწორედ საკარმიდამო ნაკვეთებიდან
    გავრცელდეს.

    ლოდინის პერიოდისიმინდი ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაშინ როდესაც დასავლეთ საქართველოში კულტურას ქიმიური საშუალებით რამდენჯერმე ამუშავებენ, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

    კულტურის შეწამვლის შემდეგ აცილებელია ლოდინის პერიოდის – ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე არსებული დროის შუალედის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქიმიური საშუალების ნარჩენები ნაყოფიდან ადამიანის ორგანიზმში მოხვდება და შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

    მოცდის პერიოდი დამოკიდებულია პრეპარატზე და ის 10-დან 20 დღემდე მერყეობს. სპეციალისტები ფერმერებს ურჩევენ, რომ ინსტრუქციას გაეცნონ, სადაც მოცდის პერიოდი ზუსტად არის მითითებული.


    აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შეფასება

    დასავლეთ საქართველოში მავნებლის წინააღმდეგ წამლობის უკვე მესამე ეტაპი დაიწყო. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით – 18 ათასზე მეტი ჰექტარი.

    ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

    სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებშირომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის, შესაძლოა,
    არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.