ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში საინფორმაციო მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხის ტენდერით განკარგვაზე მსჯელობა განაახლა. ეს საკითხი 18 ივნისს ბიუროს სხდომაზე ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას წამოიწია.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ და დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნეს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა საინფორმაციო მომსახურება ტენდერით უნდა შეისყიდოს და ამისთვის საკრებულომ მერიას უნდა მიმართოს.
„თვითმმართველობის ვალდებულებაა მოქალაქეთა ინფორმირება და ჩართულობა. ამისთვის მუნიციპალიტეტი მედია პროდუქტს არ უნდა ქმნიდეს. ამისთვის უნდა თანამშრომლობდეს მედიაორგანიზაციასთან. შეცდომაა, ჩვენ რომ საკმაოდ სოლიდური თანხით ვაფინანსებთ ააიპ-ს, რომელსაც სამსახურებთან ფუნქციური გადაკვეთა აქვს. რეორგანიზაცია, პირველ რიგში, ამ ააიპ-ს უნდა შეხებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ააიპ რეორგანიზაციაში საერთოდ არ მოხვდა.
როცა ათასი მოუგვარებელი პრობლემაა, მოსახლეობის ინტერესებია დაუცველი და დაუკმაყოფილებელი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მერიას მოვთხოვოთ, რომ ამ ააიპ-ის გაუქმების საკითხი შემოვიტანოთ დღის წესრიგში. მინიმალურ თანხებში შევისყიდოთ საინფორმაციო მომსახურება, ააიპ-ის სუბსიდირების ნაცვლად, “ – ამბობს ინგა მაღრაძე.
ბიუროს სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა კოლეგებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის ის რეკომენდაცია შეახსენა, რომლის მიხედვითაც ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ არსებული ფორმით ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხზეა ყურადღება გამახვილებული. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან 2013 წელს შემოწმების დროს გაცემული რეკომენდაციის გასათვალისწინებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2013-2014 წლებში ღონისძიებები არ გაუტარებია. წინა რეკომენდაცია კი ითვალისწინებდა საინფორმაციო მომსახურების ტენდერით შესყიდვას, რომელშიც ჩაერთვებოდნენ ალტერნატიული მედია საშუალებები, რაც შექმნიდა კონკურენტულ გარემოს და მუნიციპალიტეტს საუკეთესო პირობების არჩევის საშუალებას მისცემდა.
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი