

მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროგრამა იწყება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge დღეს, 11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.
2015 წლიდან მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 203 კოოპერატივს მიღებული აქვს – 18,433 სკა; 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – 112 000 ლიტრი მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი; 48 კოოპერატივს – 48 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი); ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,