

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი.
ამ ცვლილებების მიზანია, ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.
ცვლილებების თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება.
მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126 მუხლი) – ნაცვლად დღეს არსებული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით; ასევე, დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,