ერთი თვის წინ ხარაგაულში დაწყებული ინოვაციური პროექტი – „ლეგენდების ტურიზმი“ ძალაში შედის.
პროექტის ავტორს, კინოდოკუმენტალისტს, განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდის დამფუძნებელ რამაზ ბლუაშვილს დღეს, 7 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებმა მოსწავლეების მიერ შეგროვებული ლეგენდები და მღვიმეებში ნაპოვნი მასალები გადასცეს.
რამაზ ბლუაშვილთან ერთად ხარაგაულში თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი მურაზ მურვანიძე იმყოფებოდა.
-ძალიან ბედნიერი ვარ, უნიკალური მასალები რომ მომაწოდეთ, – მიმართა რამაზ ბლუაშვილმა სკოლების დირექტორებს, – დარწმუნებული ვარ, ხარაგაული გახდება მაგალითი მთელი საქართველოსთვის, სადაც ლეგენდებსა და მითებს აგროვებენ და მომავალ თაობებს გადასცემენ.
პროექტის მიზანია, რომ მოძიებული ამბები გადამოწმდეს და ტელევიზიით გაშუქდეს. ეს, პირველ რიგში, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, შემდეგ მთელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის.
ტელეკომპანია „იმედი“ და გადაცემა „იმედის კვირის“ შემოქმედებითი ჯგუფი დაინტერესებულია, რომ ხარაგაულში გავრცელებული მითებისა და ლეგენდების შესახებ სიუჟეტები მომზადდეს. ხარაგაულიდან დაიწყება მივიწყებული და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაცია და ამას ახალგაზრდები გააკეთებენ.
პროექტით დაინტერესდა გამომცემლობა „პალიტრა L“ და მუნიციპალიტეტების მიხედვით შეგროვებული მითების წიგნებად გამოცემას აპირებს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლების დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები – საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე იმყოფებოდნენ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი