კინოდოკუმენტალისტი რამაზ ბლუაშვილი საპილოტე პროექტს ხარაგაულიდან იწყებს. დღეს, 7 მაისს, ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებს შეხვდა და პროექტის შესახებ ესაუბრა.
„არაერთი ქვეყანა ლეგენდების ტურიზმით განვითარდა, – აღნიშნა რამაზ ბლუაშვილმა შეხვედრაზე, – დღეს პერუში მილიონობით ტურისტი ათვალიერებს მაჩუპიკჩუს, რომელიც მეცნიერებს 11 წლის ბავშვმა ბაბუასგან მოსმენილი ლეგენდით მიაგნებინა.
კარგი იქნება, თქვენმა მოსწავლეებმა ჩაიწერონ დღემდე უცნობი ლეგენდები, სოფლის გამორჩეული ადგილების ისტორიები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იქნება პირველი, სადაც ეს გაუხმაურებელი თქმულებები სოფლების მიხედვით შეგროვდება. შემდეგ კი ტელეკომპანია „იმედი“ ვრცელ სიუჟეტს გადაიღებს.
ხარაგაულში შევქმნით პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება იქცეს ერთი შეხედვით უბრალო ამბავი პოპულარული და მიმზიდველი ტურისტებისთვის. შემდგომ გამოიცემა წიგნები – „ამბები ხარაგაულიდან,“ „ამბები ჩხოროწყუდან“ და ა. შ. ლეგენდების ადგილებზე, გადასამოწმებლად, იმუშავებს მეცნიერთა ჯგუფი მნიშვნელოვანი ამბების გასაჟღერებლად. ყველაზე საინტერესო ლეგენდის მომძიებელი მოსწავლე დასაჩუქრდება.
ჩვენი მიზანია, რომ უცხოელი ტურისტები დავაინტერესოთ ლეგენდებით და იმ ღირსშესანიშნავი ადგილებით, რომლებიც ჩვენთან თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ეს ტურიზმის განვითარების საფუძველი გახდება. ჩემი იდეაა და მთავრობამაც მოიწონა, რომ ეს პროექტი ხარაგაულიდან დავიწყოთ.
საქართველოში უნდა მოვძებნოთ ტურიზმის განვითარების ალტერნატიული გზები. ხარაგაული ამ მხრივ გამორჩეულია. ქართული ფოლკლორი სავსეა დევებზე ზღაპრებით, მაგრამ „დევების გამოქვაბული“ მხოლოდ ხარაგაულშია. „დისქავერის“ გადამღები ჯგუფი დღემდე მთხოვს, რომ რკინიჯვარზე გიგანტური ადამიანის სავარაუდო საფლავიდან ძვლების ანაფხეკი გავუგზავნო. წელს ვაპირებ იქ ასვლას და საფლავის მოძიებას.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ლეგენდები ხარაგაულისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორები რამაზ ბლუაშვილის იდეით დაინტერესდნენ და პროექტში ჩართვის სურვილი გამოხატეს.
მომავალი შეხვედრა ხარაგაულში 7 ივნისს შედგება.
პროექტს რამაზ ბლუაშვილის მიერ დაფუძნებული „მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდი“ ახორციელებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: „მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის“ დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.