განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ჯაფარიძემ.
შპს „თა-თამ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოცხადებული აუქციონით ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ არსებული ბუნებრივი აირის ძველი მილების ამოღების ნებართვა მოიპოვა.
მიწიდან მილების ამოღების პროცესში კი ისედაც უკიდურესად დაზიანებული ამ გზის საფარი კიდევ უფრო მეტად დაზიანდა, რაც ავტომობილების გადაადგილებას პრობლემებსა და საფრთხეს უქმნის.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით, კომპანია, რომელიც მიწიდან ბუნებრივი აირის მილებს იღებს, გზის სავალ ნაწილს საერთოდ არ უნდა შეხებოდა, ხოლო თუ შეეხებოდა, გზას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს, – ამბობს თამარ ჯაფარიძე, – თუ მართლა არღვევს ნებართვის პირობებს, შპს „თა-თას“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდება. ჩვენ ჯარიმის გამოწერის უფლება არ გვაქვს, მაგრამ იქამდე ვერ გააგრძელებს სამუშაოებს, სანამ გზას პირვანდელ სახეს არ დაუბრუნებს. ყველა ღონეს მივმართავთ, რომ საავტომობილო გზას პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. ეს, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესშია.“
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. მათგან მოპოვებული ინფორმაციით, დეპარტამენტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ადგილზე ჩამოვლენ მდგომარეობის შესასწავლად.
შევეცადეთ დავკავშირებოდით შპს „თა-თას“ ხელმძღვანელობას, თუმცა დირექტორ ლევან გამრეკელს ტელეფონები გამორთული აქვს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი