ხარაგაული-ძირულა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიწიდან ბუნებრივი აირის ძველ მილებს იღებენ. ისედაც უკიდურესად დაზიანებული გზის საფარი კიდევ უფრო მეტად ზიანდება, რაც ავტომობილების გადაადგილებას პრობლემებსა და საფრთხეს უქმნის.
დღეს, 18 მაისს, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საზღვარზე პოლიცია გამოიძახა. ის გზის დაზიანებას აპროტესტებს, შესაბამისი უწყებებიდან სამართლებრივ რეაგირებას და კომპანიის სოლიდური თანხით დაჯარიმებას ითხოვს.
– ძირულა-ხარაგაულის 12 კილომეტრიან გზაზე ბუნებრივი აირის მილებს თითქმის ორი თვეა იღებენ, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – ისედაც მწყობრიდან გამოსული გზა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ეს ერთადერთი ასფალტიანი მონაკვეთი იყო კიდევ დარჩენილი და ისიც გადათხარეს. ზემოდან ახლა მხოლოდ მიწას წააყრიან. გზა, ფაქტობრივად, ავარიული ხდება. ვითხოვ, რომ მილების ამოღების შემდეგ გზა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს.“
ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად შსს ხარაგაულისა და ზესტაფონის რაიონული განყოფილებების თანამშრომლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე, მოადგილე ბესიკ ლეონიძე და ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძე მოვიდნენ.
„ბუნებრივი აირის ძველი მილების ამოღებაზე აუქციონი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა, – განმარტა ჩვენთან საუბარში ეკატერინე დუგლაძემ, – სამუშაოებს აუქციონში გამარჯვებული შპს „თა-თა“ აწარმოებს. ვესაუბრეთ კომპანიის ხელმძღვანელს და გვითხრა, რომ ხელშეკრულებით მას არ ევალება, რომ გზა პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს. მილების ამოღების შემდეგ მოასწორებს გზის მონაკვეთს, რადგან მომავალში ამ გზის მშენებლობაა დაგეგმილი. თუმცა, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას პრობლემა ექმნება. ამ გზის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება და მანამდე ორი წელია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი დღესვე დაუკავშირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ორშაბათიდან კი სამინისტროსთან ოფიციალურ მიმოწერას დავიწყებთ.“
დღის ბოლოს გზის საფარი ტრაქტორით მექანიკურად გადაასწორეს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი