„ნამდვილად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს ოთხი დღე. ცხოვრება წინ მიდის, ეროვნული პარკები ვითარდება და ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთ. რეინჯერებმა დათითოეულმა თანამშრომელმა საჭირო, სასარგებლო და აუცილებელი ცოდნა მივიღეთ, რომელსაცპრაქტიკაში განვახორციელებთ,“ – აღნიშნა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვისგანყოფილების უფროსის მოადგილემ ტარიელ ხიჯაკაძემ.
22–25 ივნისს ბორჯომ–ხრაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისშითანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „დაცული ტერიტორიების ეფექტურიმართვა.“ ტრენინგს აშშ–ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარებისპროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში პაატა შანშიაშვილი უძღვებოდა.
ეროვნული პარკების მართვა, დაცვისა და ვიზიტორთა სასმახურების ეფექტური მუშაობა,საზოგადოებასთან ურთიერთობა, ბუნებრივი რესურსების მართვა და ინფრატრუქტურა – ესსაკითხები განიხილეს შეხვედრის მონაწილეებმა. ეროვნული პარკის წარმომადგენლებს ტრენერმამსოფლიოში საუკეთესოდ აღაირებული – დაცული ტერიტორიების მართვის ამერიკული მოდელიგაუზიარა.
ცოტა რამ ისტორიიდან
აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტი არის ფედერალური სამინისტრო, რომელიც მართავს ამერიკის ეროვნულ პარკებს და ყველა სხვა დანარჩენ დაცულ ტერიტორიას. ეროვნული პარკის შექმნის იდეა სწორედ ამერიკაში გაჩნდა. ამიტომაა, რომ ამ ქვეყანას ყველაზე ხანგრძლივი ისტორია და დიდი გამოცდილება აქვს ეროვნული პარკების მართვის საქმეში.
პირველი ეროვნული პარკი იელოუსტოუნის ეროვნული პარკია. იგი პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის დროს დაარსდა. იმ დროს ამერიკაში ტერიტორიების დასაკუთრებისა და ზოგადად ბუნების დაცვის კუთხით მეტად რთული ვითარება გახლდათ. მაშინ დაფიქრდნენ, რომ გარემოს ხელყოფა საფრთხეს უქმნიდა ადამიანთა სიცოცხლეს. დაცული ტერიტორიების უმთავრესი დანიშნულება საარსებო საციცოხლო გარემოს შენარჩუნებაა. დაცული ტერიტორიები ადამიანების საკეთილდღეოდ და სასარგებკლოდ იქმნება. ამიტომაც შეაფასეს ამერიკელებმა ეროვნული პარკების დაარსება საუკეთესო ეროვნულ იდეად.
წლების მანძილზე ამერიკაში ეროვნული პარკების მართვა თანდათან განვითარდა. მათი მენეჯმენტის ეფექტურობაზე ზრუნვა განსაკუთრებით ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გაძლიერდა. სწორედ იმ წლებში მოხდა პოლიტიკური, მეცნიერული და ფინანსური ინტერესების თანხვედრა გარემოს დაცვის კუთხით. დღეს ამერიკაში ეროვნული პარკის განვითარებაზე დახარჯულ ერთ დოლარს მოაქვს ოთხი დოლარი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული ტერიტორიების მთავარი ხეირი არ არის კომერცია, უმთავრესი ჯანმრთელი გარემოა.
დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის გამოცდილების გაზიარების საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ტერმინებისა და ცნებების განმარტება. ამიტომ ბატონმა პაატა შანშიაშვილმა ეროვნული პარკის თანამშრომლებთან სწორედ ამ საკითხით დაიწყო საუბარი.
დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორია. ეს უკანასკნელი საქართველოში ჯერჯერობით არ არის დაარსებული. დაცული ტერიტორიებს კატეგორიას პარლამენტი ანიჭებს.
ეროვნულ პარკში შესაძლებელია ბუნების მკაცრი დაცვის, ბუნების მართვადი დაცვის, აღდგენის, ვიზიტორთა, ადმინისტრაციული, ტრადიციული გამოყენებისა და ისტორიულ-კულტურული ზონების მოწყობა.
ტრადიციული გამოყენების ზონაში ხდება სწორედ განახლებადი რესურსების გამოყენება. ყველაზე ხშირი გაუგებრობა მოსახლეობასთან სწორედ აქ იჩენს თავს. უმთავრესია, ბუნებრივი რესურსები ისე გამოვიყენოთ, რომ ბუნება არ გამოიფიტოს.
დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის საბოლოო მიზანი მდგრადი, გარანტირებული განვითარებაა. ამ მიზნის მისაღწევად მცირე დანახარჯების გაწევა – კიდევ უფრო ეფექტური.
მგდრადი განვითარება ჰარმონიულ კავშირს ამყარებს ბუნებას, სოციალურ სფეროსა და ეკონომიკას შორის. თუ ეს სამი სფერო გაწონასწორებულია, მაშინ ყველაფერი კარგადაა.
მდგრადი განვითარების მთავარი პრინციპებია: სიცოცხლის ყველა ფორმის პატივისცემა,
ადამიანის ცნობიერების ამაღლება, ბუნების პროდუქტიულობისა და მრავალფეროვნების შენარჩუნება, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების მინიმალურად მოხმარება, ბუნებრივი ტევადობის ჩარჩოებში ჩატევა, პიროვნული ჩვევების, მიდგომების გაუმჯობესება, გარემოზე ზრუნვა ყველა დონეზე, გარემოს დაცვის ხელშემწობი მექანიზმები, გლობალური ალიანსების წახალისება.
მენეჯმენტის გეგმის შემუშავებისას ყურადღება ექცევა ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული რესურსების, ფასეულობების შენარჩუნებას და გონივრულ გამოყენებას. არსებული მგომარეობისა და რისკების დახასიათება, შეფასება და ეფექტური სტრატეგიების გამოყენება – მენეჯმენტის გეგმის საფუძველია. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფასეულობებს, რა საფრთხეები არსებობს, რა და ვის მიერ უნდა გატარდეს ეფექტური ქმედებები, რათა გაუმჯობესდეს სიტუაცია – ეს თემები დეტალურად განიხილეს ტრენინგის მონაწილეებმა.
დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვანი წილი ინფრასტრუქტურაზე იხარჯება. ეროვნულ პარკებს საქართველოში დაცული ტერიტორიების საგენტო მართავს. ტრენინგის მონაწილეთათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რეინჯერების საქმიანობის ამერიკული გამოცდილების გაცნობა. აშშ-ში რეინჯერებს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სრული ძალოვანი იურისდიქცია აქვთ ნებისმიერ დანაშაულზე. რასაკვირველია, მათი აღჭურვილობა და წვრთნაც შესაბამისია. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ამერიკაში აბსოლუტური ძალოვანი უფლებამოსილების საჭიროებაა. ჩვეულებრივმა პოლიციელმა არ იცის, როგორ იმოქმედოს დაცულ ტერიტორიაზე.
საქართველოს მიმართ ასეთი რეკომენდაციაა: უფლებამოსილება ვრცელდებოდეს მხოლოდ ეროვნული პარკის მანდატთან დაკავშირებით ანუ სრული რეაგირება მხოლოდ ბუნების დაცვის მიმართულებით ჩადენილ დანაშაულებზე.
შეხვედრაზე რეინჯერებმა საკუთარი გულისტკივილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათი მომზადება, ფორმები და ხელფასები არაა ადექვატური. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო თანდათანობით, ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით ამ მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას.
რეინჯერთა სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია: სამართლებრივი მექანიზმების დახვეწა და მუდმივი სწავლების ბაზის შექმნა. რა თქმა უნდა რეინჯერების სათანადოდ აღჭურვა.
რეინჯერები დაწვრილებით გაეცნენ ინფორმაციის შეგროვება-მოპოვების, მისი დამუშავების, ანალიზისა და დასკვნის გამოტანის ხერხებსა და მეთოდებს, რომლებიც აპრობირებულია ამერიკაში. ასევე პატრულირებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქცევის წესებს. ტრენინგზე აღინიშნა, რომ ამერიკაში რეინჯერები ყველაზე მეტ დროს ანალიტიკურ საქმიანობას უთმობენ. ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – ადამიანის სიცოცხლე, პიროვნების უსაფრთხოება აღემატება, თვით ოპერაციის მიზანსაც კი.
ვიზიტორთა მომსახურება
ტრენინგის მიმდინარეობის ერთი დღე ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესების გზებსა და მეთოდებზე საუბარს დაეთმო. მოგეხსენებათ, ვიზიტორი არის ადამიანი, რომელიც კანონიერად იმყოფება დაცულ ტერიტორიაზე. ვიზიტორებთან ურთიერთობა სამ ფაზას მოიცავს: ვიზიტამდე, ვიზიტის დროს და ვიზიტის შემდეგ. სამივე შემთხვევაში უმთავრესია კეთილგანწყობა და რეალური სურათის აღწერა, მოლოდინისა და რეალობის თანხვედრა. ვიზიტორთა მოზიდვის აპრობირებული და ფართოდ გავრცელებული ხერხებია ინტერნეტი, სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამოფენები, მუდმივად განახლებადი ვებ-გვერდი, პუბლიკაციები სახელგანთქმულ გამოცემებში, პირადი კონტაქტები და სხვ. თითოეული მათგანის მოხერხებულად გამოყენება გამოიწვევს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზიტის შემდგომ კონტაქტების გაგრძელება და შენარჩუნება.
ეროვნული პარკების განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობაა, რასაც საბოლოო ჯამში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება უნდა მოჰყვეს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა ბუნებრივი რესურსების მართვისა და ინსტუტიციური გაძლიერების საკითხების გაცნობა.
როგორც ტრენინგზე აღინიშნა, საქართველოს ბუნება არის უნიკალური და დიდი საგანძური, რომლის გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის შეურყვნელად გადაცემა საამაყო საქმეა.
„დღევანდელი დღე არის წინაპირობა, რომ უფრო წარმატებულნი ვიყოთ მომავალში“
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ.
იუზა ვეფხვაძე, საქონდრიის უბნის უფროსი რეინჯერი: -ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ ამერიკის ეროვნული პარკების ისტორიიდან. შევადარებთ და გავაანალიზებთ, რა შეიძლება იქედან გადმოვიღოთ. დასაფიქრებელია, რამდენად გამოგვადგება ჩვენ მართვის ამერიკული მოდელი.
გოჩა ფანცუალაია, მარელისის უბნის რეინჯერი: -მე, როგორც რეინჯერმა, ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე. გავიგე სხვა ქვეყნების გამოცდილება. აუცილებელია, რომ კეთილი განწყობა გვქონდეს ვიზიტორებთან, თვით ბრაკონიერებსაც აღმზრდელობითად მივუდგეთ. ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ. ბრაკონიერებთან დაკავშირებული საკითხები ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.
გულადი ტაბატაძე, მარელისის უბნის რეინჯერი: -ასეთი გამოცდილების გაზიარება წინ წაწევს ეროვნული პარკის განვითარებას. ვფიქრობ, ჩვენთვის სასიკეთო რჩევები მივიღეთ.
ჯაბა ლომსაძე, ვიზიტორთა სამსახურის სპეციალისტი: -ტრენინგზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოვიყენებთ. ძალიან ბევრი სემინარი მაქვს გავლილი ამ კუთხით, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. სიღრმისეულად შევაჯამე ჩემი ცოდნა და ვხვდები, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო, როგორ ვიხელმძღვანელო შემდგომი წლების განმავლობაში სამოქმედო გეგმის შედგენისას. საუკეთესო სპეციალისტი უძღვება ამ სემინარს. ბატონი პაატა შანშიაშვილი ძალიან გამოცდილი ადამიანია. მოწოდებულ მასალებში ნათლად ჩანს, თუ როგორ უნდა ამაღლდეს, პირველ რიგში, ჩვენი ცნობიერება დაგეგმვის, მენეჯმენტის კუთხით. თითოეული თანამშრომლის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტიურად ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ უფრო წარმატებულნი ვიყოთ შემდგომ წლებში.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ