

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიას სოციალურ პაკეტში ცვლილებებს არ უმტკიცებს.
ამაზე დეპუტატებმა დღეს, 3 მაისს, საკრებულოს ორი კომისიის (საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა) გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურისგან წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მცირდებოდა ოპერაციების, სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტებისთვის განსაზღვრული თანხები. ერთჯერადი სოციალური დახმარება კი საერთოდ უქმდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-აპრილში ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება არ გაცემულა.
სოციალური პაკეტის შემცირების საჭიროებას მერია მოქალაქეების მხრიდან გაზრდილი მომართვიანობით, ოპერაციებისთვის საჭირო ხარჯების მატებით და მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო საბიუჯეტო თანხების უკმარისობით ხსნის.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ მერიამ სოციალური მიმართულებით თანხების გაზრდაზე უნდა იზრუნოს და არა შემცირებაზე.
დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ მერიამ საკრებულოს ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგები წარუდგინოს. კერძოდ, რა თანხა დაიზოგა რეორგანიზაციით და რა მიმართულებით გაიხარჯება გამოთავისუფლებული თანხები.
დეპუტატებმა სხდომაზე მერიის ის წერილობითი დაპირება გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგად 180 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე თანხა უნდა გამოთავისუფლებულიყო; ამ თანხის ნაწილი ააიპ-ების განვითარებაზე, ხოლო დანარჩენი – სოციალურ პროგრამებზე უნდა მიმართულიყო.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული