საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია პირველ ივლისამდე უფასოა. ვისაც მიწის ნაკვეთები ჯერ არ დაგირეგისტრირებიათ, შეგახსენებთ დეტალებს.
საკუთრების უფლების დასადგენად მოქალაქე მიწის ამზომველს მიმართავს. მიწის ამზომველი კონკრეტული მიწის ნაკვეთების ელექტრონულ ნახაზებს მოამზადებს. ამისთვის ის ან საჯარო რეესტრში თავად მოიპოვებს საჭირო დოკუმენტებს ან მოქალაქის ხელთ არსებული დოკუმენტებით ისარგებლებს.
თითოეული ნაკვეთისთვის ნახაზის მომზადება 30 ლარიდან 50 ლარამდე ღირს. ამ თანხას თავად ამზომველი აწესებს.
იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს, მაგრამ არ გაგაჩნიათ მისი ფლობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და ეს დოკუმენტი ვერც არქივსა და სხვა უწყებებში ვერ მოიძებნა, უნდა მიმართოთ მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას.
ამ კომისიის თავმჯდომარე, ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე განმარტავს, რომ „დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი შეიძლება იყოს როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. კომისიას შეუძლია მიმართონ როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა.
თვითნებურად დაკავებული მიწა რეგისტრაციას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს თვითნებურად დაკავებული აქვს სასოფლო ან არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ხოლო შენობა უნდა იყოს სამშენებლო მასალების ან/და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემით, რომელიც გრუნტთან მყარად იქნება დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.
დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი დაინტერესებულ პირს დაკავებული უნდა ჰქონდეს 2007 წლამდე. მიწის მფლობელმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს ორი მოწმის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა მფლობელობის შესახებ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა. კომისია მიწის საკუთრების უფლებას ადგილზე ამოწმებს და მიწა რეგისტაციას იმ შემთხვევაში ექვემდებარება, თუ იგი ზემოხსენებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ვერ რეგისტრირდება მიწის ის ნაკვეთები, სადაც ხის ოდა სახლებია განთავსებული.
იმის მიუხედავად, რომ კომისიისადმი მოსახლეობის მომართვიანობა გაიზარდა, – თვეში დაახლოებით 130 განაცხადი შედის, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთების მხოლოდ 30%-ია რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია უფასოა, მოქალაქეს 4-4 ლარის გადახდა მოუწევს ნოტარიუსში ორი მეზობლის თანხმობის გასაფორმებლად.
კომისია შესაბამის დოკუმენტს მომართვიდან ორ თვეში გასცემს, ხოლო თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, იგი უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით, საჯარო რეესტრი კი კომისიისგან მიღებული დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს ოთხ დღეში არეგისტრირებს“, – განმარტავს ჯაბა ბერაძე.
პირველ ივლისამდე საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია უფასოა. ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ უცნობია, რა იქნება ამ ვადის გასვლის შემდეგ. ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დროულად დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი