2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდვა განხორციელდება როგორც გამარტივებული შესყიდვით, ისე გამარტივებული ელექტრონული ტენდერით.
გამარტივებული შესყიდვით 2014 წელს შეიძენენ:
700 ლარი ღირებულების სასმელებსა და მონათესავე პროდუქტებს;
4 500 ლარი ღირებულების ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალებს, საბუღალტრო წიგნებს, ფორმებსა და სხვა ნაბეჭდ საკანცელარიო ნივთებს;
1 000 ლარის – სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტებს;
2 000 ლარის – ნავთოპროდუქტებს;
1 200 ლარის – იზოლირებულ მავთულსა და კაბელს;
1 000 ლარის – გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებს;
3 000 ლარის – მობილურ ტელეფონებს (საკრებულოს, გამგეობის, სახანძრო-სამაშველო და სამხედრო სამსახურებისთვის);
500 ლარის – ინტერნეტის კაბელსა და ჯეკებს;
400 ლარის – სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებსა და აქსესუარებს;
1 500 ლარის – პირადი ჰიგიენის საშუალებებს;
500 ლარის – დროშებს;
1 000 ლარის – მრიცხველებს;
2 000 ლარის – ავეჯს;
4 000 ლარის – ავეჯის აქსესუარებს;
400 ლარის – ფარდებს;
1 000 ლარის – საწმენდ და საპრიალებელ პროდუქციას;
4 000 ლარის – გამაგრილებელ და სავენტილაციო მოწყობილობებს;
1 500 ლარის – ხელსაწყოებს, საკეტებს, გასაღებს, ანჯამებს, დამჭერებს, ჯაჭვებსა და ზამბარებს;
4 000 ლარის – ნაბეჭდ წიგნებს, ბროშურებსა და საინფორმაციო ფურცლებს;
4 500 ლარის – გაზეთებს, სამეცნიერო ჟურნალებს, პერიოდიკასა და ჟურნალებს;
4 900 ლარის – საახალწლოდ და სააღდგომოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტებს;
4 900 ლარის – პრიზებს ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის;
3 800 ლარის – ნაწილებსა და აქსესუარებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისთვის;
1 000-1 000 ლარის – ღუმელებსა და სანტექნიკურ მოწყობილობებს;
200 ლარის – კარებებს, ფანჯრებსა და მათთან დაკავშირებულ მოწყობილობებს;
1 000 ლარის – ფოტოაპარატს;
გამარტივებული შესყიდვა განხორციელდება ასევე კომპიუტერული პროგრამების სწავლების სფეროში მომსახურებაზე – სავარაუდოდ 3 000 ლარის;
4 900-4 900 ლარია განსაზღვრული საინჟინრო და საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებებისთვის;
3 000 ლარია დაგეგმილი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შესაკეთებლად, ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახურებებისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეიძენენ:
12 000 ლარი ღირებულების საოფისე მანქანებს, კომპიუტერებსა და პრინტერებს;
14 000 ლარის – კომპიუტერულ მოწყობილობებსა და აქსესუარებს;
3 000 ლარის – სამუშაო ტანსაცმელს, სპეცტანსაცმელსა და აქსესუარებს;
წელს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდიან 49 500 ლარის შენობის მოწყობის სამუშაოებს და 60 000 ლარის სამუშაოებს მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისთვის და სამოქალაქო მშენებლობისთვის (ხიდ-ბოგირები).
რაც შეეხება მომსახურებას, წელს 20 000 ლარია დაგეგმილი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შესაკეთებლად, ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის;
6 500 ლარი – საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურებისთვის;
10 000 ლარი – ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავების, ასევე მასთან დაკავშირებული მომსახურებებისთვის (გზების გათოვლა).
კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 85 000 ლარი ღირებულების საწვავს.
სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში მითითებულია შესყიდვის ყველა ობიექტისა და მომსახურების სავარაუდო ღირებულება.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი