

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, დაანონსებული შერწყმის ნაცვლად, ცალკე დამოუკიდებელ ააიპ-ად დარჩება. ამის მიზეზი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით“ დაგეგმილი რეფორმებია.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას ხარაგაულში მოსწავლეთა სახლსა და სამუსიკო სკოლას უერთებდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ, მოსწავლეთა სახლი და სამუსიკო სკოლა საქმიანობას დამოუკიდებელ სუბიექტებად გააგრძელებენ თუ შეერწყმებიან ერთმანეთს.
უახლოეს ორ დღეებში საჯარო რეესტრში გაერთიანებული ააიპ-ების წესდებებს დაარეგისტრირებენ და ახალ დირექტორებს დანიშნავენ.
ააიპ-ების შეერთების პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 5 მარტიდან მიმდინარეობს.
ფოტოზე: ხარაგაულის კულტურის ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,