ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულები ერთი დღით სასურველ თანამდებობას დაიკავებენ.
კონკურსის ფარგლებში საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა ესეებით აღწერეს, თუ რომელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სურდათ ხარაგაულში. კონკურსისთვის 62 თემა დაიწერა.
- ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ერთი დღით თამარ ოკრიბელაშვილი (ვარძიის საჯარო სკოლა) იქნება;
- რესურსცენტრის უფროსი – თეო გოლუბიანი (სასულიერო გიმნაზია);
- ხარაგაულის საბავშვო ბაღის დირექტორი – გუგა ბერაძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა);
- მუზეუმის დირექტორი – მარიამ მანჯავიძე (სასულიერო გიმნაზია). ამ ნომინაციაში ჟიურის მიერ გამარჯვებულად დასახელდა ასევე ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე;
- პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ერთი დღით იქნებიან ლეილა ხიჯაკაძე (წყალაფორეთის საჯარო სკოლა) და ლიზა ბარბაქაძე (#2 სკოლა);
- პედიატრი – მარიამ კოჩაძე (მარელისის საჯარო სკოლა);
- მაღაზიის გამყიდველი – ლანა ჩალხაშვილი (კიცხის საჯარო სკოლა);
- კულტურის სამსახურის უფროსი – მარიამ ჭყოიძე (სასულიერო გიმნაზია);
- საკრებულოს თავმჯდომარე – თამუნა გლუნჩაძე (ხიდარის საჯარო სკოლა);
- სტომატოლოგი – სოფო ბერაძე (ხიდარის საჯარო სკოლა);
- დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი იმერეთის“ რედაქტორი – ნინო შველიძე (სასულიერო გიმნაზია);
- ხარაგაულის მერი – საბა ებანოიძე (სასულიერო გიმნაზია);
- მეეზოვე – ნინო ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა). ამავე ნომინაციაში გამარჯვებულებად დასახელდნენ ორიგინალური ხედვისთვის თამარ ჭიპაშვილი (ხარაგაულის #2 სკოლა), აზა ბერაძე (ბორის საჯარო სკოლა); თამარ ლურსმანაშვილი (სასულიერო გიმნაზია);
- სკოლების დირექტორების მოვალეობას ერთ დღით შეასრულებენ – ნიკა ბერაძე (ბორი); თამთა გოგნაძე (ზვარე); ნუნუ ბერაძე (ხიდარი), მურად ორკიბელაშვილი (ვარძია); ანა მეიფარიანი (ხარაგაულის #3 სკოლა), ლია კამკამიძე (ბაზალეთი) ქეთევან სარალიძე (წყალაფორეთი).
- მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ სოფლები იქნებიან თინათინ თიკანაშვილი (ზვარე), ვანდა ღონღაძე (ვახანი), მარიამ ქელეშაშვილი (წყალაფორეთი), ხატია ვეფხვაძე (ლეღვანი), ნონა ყიფიანი (მარელისი), ნანა მდინარაძე (კიცხი), სალომე მაჭავარიანი (ბორი), ზაური კალანდაძე (სარგვეში).
ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობა აირჩია ანა კვინიკაძემ (ხარაგაულის #3 სკოლა), ხოლო ხიდრის მაჟორიტარობა – ოთარ ბერაძემ (სასულიერო გიმნაზია).
ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, რომ ყველა ნაშრომი გამორჩეული, საინტერესო და ორიგინალური იყო. მათ წარმატებები უსურვეს ხარაგაულელ ახალგაზრდებს და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავი სწავლისკენ მოუწოდეს.
უახლოეს პერიოდში გამარჯვებული მოსწავლეეები სასურველ თანამდებობებს ერთი დღით დაიკავებენ. მათ იმ დღის ამსახველი ვიდეორგოლი უნდა მოამზადონ.
კონკურსი – „ერთი დღით“ – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.