

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უფროსკლასელებს პროექტი „ერთი დღით“ შესთავაზა. რესურსცენტრის სპეციალისტის, ნათია კაციტაძის ინფორმაციით, საჯარო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებმა, კონკურსში ჩასართავად, შექმნეს სამოტივაციო წერილები, სადაც აღწერეს, თუ ვინ სურთ რომ იყონ ერთი დღით და რატომ.
კონკურსში 62 მოსწავლე ჩაერთო. კონკურსანტთაგან 11-მა მეეზოვის პროფესია აირჩია ერთი დღით, ათს სოფლის მაჟორიტარობა სურს, რვას – ხარაგაულის მერობა, შვიდს – სკოლის დირექტორობა, 5-5 მოსწავლეს – მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დირექტორობა, ოთხს – „ჩემი იმერეთის“ რედაქტორობა, 2-2 მოსწავლეს – რესურსცენტრის უფროსობა, პედიატრობა, პარლამენტარობა და მაღაზიის გამყიდველად მუშაობა. თითო-თითო მოსწავლემ ისურვა ერთი დღით საკრებულოს თავმჯდომარეობა, კულტურის სამსახურის უფროსობა, სტომატოლოგობა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა.
23 მარტს ჟიური თითოეულ პოზიციაზე თითო გამარჯვებულს გამოავლენს.
მომავალ კვირაში კი გამარჯვებული მოსწავლე სასურველ თანამდებობას ერთი დღით დაიკავებს.
ნინო კაპანაძე
ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გამო საქართველოს ახალგაზრდა
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო