ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტურ თანამდებობზე ღია კონკურსები გამოაცხადა. კონკურსებში განაცხადების შეტანის ვადა 21 იანვრამდეა.
მსურველებმა განაცხადები ელექტრონულად უნდა ატვირთონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge
ღია კონკურსები გამოცხადდა შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
–ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საარქივო საკითხებში (ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარია). ვაკანსიაზე ამ მომენტისათვის ხუთი განაცხადია შესული.
–შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ყოველთვიური ანაზღაურება 600 ლარია.) ამ ვაკანსიაზე განაცხადი, ამ მომენტისათვის, ოთხმა კონკურსატმა შეიტანა.
–შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ყოველთვიური ანაზღაურება – 500 ლარი). ამ მომენტისთვის განაცხადი შვიდმა კონკურსანტმა შეიტანა.
მერის თანაშემწის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოცხადდა. ვაკანსიაზე ამ ეტაპისთვის 14 განაცხადია შესული. მერის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი 1 100 ლარია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი მერის წარმომადგენლებისა და მერის წარმომადგენლების ასისტენტების თანამდებობებზეც გამოაცხადა.
მერის წარმომადგენელების თანამდებობები ვაკანტურია: ხიდარში, წიფაში, სარგვეშში, ვახანში, ფარცხნალსა და დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მერის წარმომადგენლის ასისტენტების თანამდებობები ვაკანტურია: ბორითში (ორი ადგილი), კიცხში, ვახანში, ღორეშასა და წიფაში.
მერის წარმომადგენელთა ხელფასი 1 100 ლარი, ხოლო მათი ასისტენტების – 500 ლარი.
ვაკანსიებზე განაცხადების მიღება 21 იანვარს დასრულდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი