ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა დირექტორმა მიხეილ ჭიპაშვილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2017 წლის 2 დეკემბერს გაასაჩივრა.
მიხეილ ჭიპაშვილი მაშინდელმა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 2015 წლის 30 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გასული წლის ბოლოს მიხეილ ჭიპაშვილს სტრასბურგიდან წერილობით შეატყობინეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო სარჩელი და შესაძლებლობისთანავე განიხილავს. „აუცილებელია შეგვატყობინოთ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ და წარმოადგინოთ შიდასახელმწიფოებრივი ორგანოების მიერ შემდგომში მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,“ – აღნიშნულია სტრასბურგიდან მიღებულ წერილში.
„ქართულმა სასამართლომ ჩემი, როგორც უფლებაშელახული მოქალაქის, დაცვა ვერ უზრუნველყო. ამიტომ მივმართე ვროპულ სასამართლოს, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნის მატარებელია. უზენაესმა სასამართლომ, რომელიც არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, კანონით გაწერილი პროცედურების დარღვევით, საქმის შესწავლასა და განხილვაზე უარი გვითხრა. ჩვენთვის პასუხის გაცემას, დადგენილი ექვსი თვის ნაცვლად, ათი თვე მოანდომა.
უზენაეს სასამართლოში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული. თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ვითხოვდი.“
მიხეილ ჭიპაშვილი „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, ახლა კი „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელია.
მიხეილ ჭიპაშვილის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი