

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება. ხარაგაულში ოლიმპიადა #2 საჯარო სკოლაში ჩატარდება.
8 იანვარს I სესია მათემატიკაში, II სესია ინგლისურ ენაში გაიმართება;
9 იანვარს – I სესია – ფიზიკაში, II სესია – გეოგრაფიაში;
10 იანვარს – I სესია – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის, II სესია – ისტორიაში;
11 იანვარს – I სესია – ბიოლოგიაში, II სესია – რუსულ ენაში;
12 იანვარს – I სესია – ქიმიაში; II სესია – გერმანულ ენაში;
13 იანვარს I სესია – ფრანგულ ენაში.
პირველ სესიაზე მოსწავლეთა რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყება, ხოლო გამოცდა – 10:00 საათზე;
II სესიაზე რეგისტრაცია იწყება 14:00 საათზე, ხოლო გამოცდა – 15:00 საათზე.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის