ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე მერიის მიერ მომზადებული და რეგიონალური განვითარების ფონდში წარსადგენი პროექტები მოიწონა.
2018 წელს ხარაგაულში იგეგმება:
- დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 209 140 ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა 198 683 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 10 457 ლარი;
- ლახუნდარაში ეკლესიის უბნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 200 448 ლარი; აქედან რეგიონული ფონდის დაფინანსება – 190 425 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 10 023 ლარი;
- ქროლის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 258 099 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება 245 194 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 12 905 ლარი;
- გაღმა ვაშლევის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 131 450 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება 124 877 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 6 573 ლარი;
- საქასრიაში რკინის ხიდის უბანში გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 177 253 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება 168 390 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 8 863 ლარი;
- ხონის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 161 879 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა – 153 785 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 8 094 ლარი;
- ღარიხევის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 120 000 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა 114 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 6 000 ლარი;
- უბისაში ძინძიბოურის უბანში გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 139 067 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 132 113 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 6 954 ლარი;
- სერბაისის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 161 350 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 153 282 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 8 068 ლარი;
- ვახანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 139 081 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 132 126 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 6 955 ლარი;
- ნუნისის გზის რეაბილიტაცია ხიდიდან მონასტრამდე – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 311 444 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა 295 871 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 15 573 ლარი;
- ბორის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 421 975 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 400 876 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 21 099 ლარი;
- ზედა ლაშეში გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 235 061 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 223 307 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 11 754 ლარი;
- უჩამეთის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 129 401 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა 122 930 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 6 471 ლარი;
- მარელისში კაპნარი–კელასოურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 332 852 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება 316 209 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 16 643 ლარი;
- ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულება 144 416 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა 137 195 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 7 221 ლარი;
- გრიგალათის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 261 027 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 247 975 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 13 052 ლარი;
- ხუნევში კალოს უბნის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულება 149 441 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 141 968 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 7 473 ლარი;
- ლაშეში მანჯავიძეების, ცისკაძეებისა და მაჭავარიანების უბნების გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 200 000 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 190 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 10 000 ლარი;
- ბაზალეთში ნანიტაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 100 000 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებაა – 95 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 5 000 ლარი;
- ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მშენებლობა – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 200 000 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 190 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 10 000 ლარი;
- ნადაბურის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 1 027 502 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 976 126 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 51 376 ლარი;
- დეისის გზის რეაბილიტაცია – პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 451 208 ლარი; აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 428 647 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 22 561 ლარი.
ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.