18 დეკემბერს, საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შტატების გაზრდის შესახებ იმსჯელეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის, ინფორმაცით, მერიის ადმინისტრაციულ, აუდიტისა და არქიტექტურის სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობა თითო შტატით იზრდება.
შესყიდვების განყოფილება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ნაცვლად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში გადავა. მერიაში ახალი თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, რატომ გახდა საჭირო ახალი შტატების დამატება მერიაში?
„აქვს თუ არა სამსახურის უფროსებს წარმოდგენილი განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია ახალი შტატის დამატების საჭიროება. ჩვენ ნოტარიუსები არა ვართ, რაიმე დავამტკიცოთ და მორჩა. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, “ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„მუნიციპალიტეტის მერს არ სჭირდება ახსნა-განმარტებითი ბარათი, ის თვლის, რომ ამ სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ახალი თანამშრომელია საჭირო,“ – განმარტა კახა გოლუბიანმა.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი