ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა გამჭვირვალობისა და და ანგარიშვალდებულების კუთხით 30%-ით შეფასდა; მერია – 28%-ით, საკრებულო – 32%-ით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ინდექსის მიხედვით ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები გამოვლინდნენ.
კვლევის ავტორებმა მუნიციპალიტეტების ვებგვერდები შეისწავლეს და, ანალიზის შედეგად, არაერთი ხარვეზი გამოავლინეს.
როგორც ანგრიშიდან ირკვევა, შეფასების 100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია. მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს; მუნიციპალიტეტების მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც არასრულად) ინფორმაციას ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ.
ანალიზის შედეგებით ირკვევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებდა ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე მიმდინარე ტენდერების შესახებ, 50%-ზე მეტი კი არ აქვეყნებდა წლიურ ანგარიშებს.
კვლევის ავტორთა თქმით, თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (ონლაინ ნებართვები, SMS შეტყობინება, ონლაინ გამოკითხვა), ხოლო მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (34%);
მნიშვნელოვანი პრობლემებია ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხითაც. ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში, ხოლო სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა 60%-ზე მეტში. ამასთან, მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
რაც შეეხება საკრებულოებს, წარმომადგენლობით ორგანოთა 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს; 60%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა.
ანგარიშის თანახმად, თითქმის არ ქვეყნდება მუნიციპალური იურიდიული პირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია.
ვრცლად ანგარიში იხილეთ ბმულზე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი