ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ დეპუტატების დასჯის ფორმაზე მსჯელობს, რომლებიც სხდომებს არასაპატიო მიზეზით გააცდენენ.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული სასჯელი მხოლოდ თანამდებობის არმქონე დეპუტატებზე გავრცელდება. ისინი ბიუჯეტიდან ხარჯის სახით ყოველ თვეში 397 ლარს იღებენ.
საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისთვის 50 ლარი დაუკავდება, ხოლო კომისიის, ფრაქციისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თითოეული გაცდენისთვის, – 30 ლარი.
საკრებულოს დებულებაში შესატან ამ ცვლილებას დეპუტატები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით კიკნაძე არაკანონიერად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება თვითმმართველობისა და საგადასახადო კოდექსებს ეწინააღმდეგება.
დეპუტატ მიხეილ ჭიპაშვილის აზრით, დასაზუსტებელია, რა უნდა ჩაითვალოს საპატო მიზეზად და რა – არა.
საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანადაძის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებმაც მიიღეს. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეს აქამდეც ჰქონდა უფლება, შედარებით ნაკლები ხარჯი გაეცა იმ დეპუტატებზე, რომლებიც სხდომებს სისტემატურად აცდენდნენ.
„2010 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ამ ნორმას იყენებდა, – ამბობს ლენა კალანდაძე, – უმჯობესი იქნება, თუ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება თქვენი გადაწყვეტილებით განმტკიცდება. საკრებულოს სხდომაზე ყველა დეპუტატი თუ ივლის, ამაზე კარგი რა არის, მაგრამ ზოგიერთი ახლა გამოსაზამთრებლად თბილისში წავა და გაზაფხულამდე აღარ ჩამოვა.“
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკითხი დეტალურად შესწავლის მიზნით იურიდიულ საკითხთა კომისიას გადაეცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს 21 ნოემბრის სხდომას 35 დეპუტატიდან 28 ესწრებოდა.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი