გივი გოგოლაძე 80 წლისაა.
გთავაზობთ მის ლექსს „ჩემი ხარაგაული“
ცამდე აზიდული და
ჭალაკებში ჩაფლული,
ზებრისფერი ზეგნებით
ნაქარგ ზამთარ-ზაფხულით.
ალბათ სწორედ აქ იყო
შენახული უფლისთვის:
ზვარე, კიცხი, სახვლარი,
ვახანი და უბისი.
თითქოს უზენაესის
პალიტრითა და ფუნჯით
შემომჯდარა ბექობზე
ჩხერის ციხე – ფასკუნჯი.
დამიპურე გლეხკაცი
ყანავ, გადაფერდილო, –
ჩხერიმელას სილურჯით
მოხატულო ფერტილო.
კორტოხებზე შემდგარი
ლამაზ ოდა-სახლებით,
ერთურთს ეწონებიან
მოყვრები და მძახლები.
ჭაშნიკია მაჭრების,
აქაურ-იქაურის,
არომატი ტრიალებს
ციცქის, ცოლიკაურის.
ხვაშიადი მასპინძლის,
იმერული სიფათი –
ქალი – კდემამოსილი,
კაცი – ენაკვიმატი.
ენის წვერზე შემჯდარი
ადილაი, ადილო,…
მოდი, ჩემო ბატონო,
ჩვენთან წავისადილოთ.
მიგიწვევენ ოჯახში,
მგზავრს თუ წყალი სწყურია,
იქვე ხეივანის ქვეშ
საზედაშე ჭურია.
წყურვილიც და შიმშილიც
სტუმარს ჩქარა გაუვლის…
პრასიც გემრიელია
ჩემი ხარაგაულის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,