ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ნადაბურის საბავშვო ბაღს შპს TU-KA 174 444 ლარად ააგებს. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის დირექტორმა ომარ თოთაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ხელშეკრულება დღეს, 21 ივნისს, გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ ტენდერში ნადაბურის საბავშვო ბაღის მშენებელი ორგანიზაციის გამოვლენის პროცესი ორი თვე გახანგრძლივდა.
სატენდერო პირობების თანახმად, მშენებელმა ორგანიზაციამ საბავშვო ბაღი 120 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. ასე რომ, ნადაბურელებს, სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს საბავშვო ბაღის შენობა უნდა ჰქონდეთ.
ნადაბურში საბავშვო ბაღი დღემდე არასდროს ყოფილა. რამდენიმე თვეა, სოფელში ა/ო „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. მათი მშობლები საბავშვო ბაღის აგებას ელიან.
ფოტოზე: ნადაბურის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში