

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ჯგუფის წევრების მიერ ღორეშაში დასახლების საერთო კრებაზე შედგენილი პეტიცია განიხილეს.
პეტიციაში წარმოდგენილი იყო პროექტი, რომელიც სოფელ ღორეშაში კვადოურის უბნის გზის რეაბილიტაციასა და სასაფლაოს შემოღობვას ეხებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის, ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, აპარატში რეგისტრირებული პეტიცია ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს შემდგომი რეაგირებისათვის. გამგეობამ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საკრებულოს წინადადება ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში 17 მაისს ღორეშაში დასახლების საერთო კრება გაიმართა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის