თექვსმეტი წელია, ა/ო „ფონდი თბილისის მოზართა სახლის“ ხელშეწყობით, ამერიკელი ქველმოქმედების ჯგუფი ბორის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობს.
ეს ურთიერთობა ცხრა წლის წინ უფრო მეტად გააქტიურდა.
წელს ამერიკელმა ქველმოქმედებმა მომავალი თანამშრომლობის მიზნით ვარძიისა და წყალაფორეთის სკოლები მოინახულეს.
ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე იმედოვნებს, რომ მეზობელ სკოლებთან ურთიერთობა ერთჯერადი აქციებით არ შემოიფარგლება.
„ამერიკელთა სტუმრობა საუკეთესო დღეებია სკოლის ცხოვრებაში, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – მათი ვიზიტის დროს ვაჯამებთ გასული წლის საქმიანობას და ვგეგმავთ მომავალ აქტივობებს.“
ყოველ წელს ამერიკელ მეგობრებთან თანამშრომლობით ახალ-ახალ პროექტებს ვახორციელებთ, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის მასწავლებელი ია ხიჯაკაძე, – ყველა კლასში გასართობი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები ტარდება.“
ამერიკელ ქველმოქმედთა ჯგუფის ხელმძღვანელ ლინ ბენკსის სურვილია, რომ შშმ დღის ცენტრს, რომლის გახსნაც ბორის სკოლის ბაზაზე იგეგმება, აქტიურად დაეხმარონ.
ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნია და გვანცა ბერაძეები მიიჩნევენ, რომ ამერიკელ მეგობრებთან ერთად განხორციელებული პროექტები მათ განვითარებასა და წინსვლაში ეხმარება.
ბორის საჯარო სკოლაში ამერიკელი ქველმოქმედების დახმარებით მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, შეიქმნა ხატვის, კერვის, სტილისტის, პურის ცხობის წრეები.
მათი დახმარებით სკოლა მარაგდება საჭირო რაოდენობის მედიკამენტებით, ფინანსდება მოსწავლეების ოპერაციები. სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო განათლების კლუბი „სმარტკლუბი“, რომელიც საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ და სოციალურ პროექტებს ახორციელებს.
უკვე რამდენინე წელია, წარჩინებული კურსდამთავრებულების უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის საფასურს ამერიკელი ქველმოქმედები აფინანსებენ.
3 ივნისს სტუმრების საპატივცემულოდ ბორის სკოლაში დასკვნითი ღონისძიება ბორის, ვარძიისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ა/ო „ფონდი თბილისის მოზართა სახლის“, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ მოსწავლებსა და პედაგოგებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.