სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციით, 17 მაისს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე დაგეგმილია ქ/ს „საქასრია“-ს გამორთვა პროფილაქტიკის მიზნით.

შეკეთებაში ჩადგება გადამცემი ხაზი „საქასრია“, ძაბვა შეუწყდება ქ/ს „საქასრია“-ს  აბონენტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი.

გადართვების დროს 5-5 წთ-ით ძაბვა შეუწყდება ქვესადგურებს – შროშა, ბოსლევი, დილიკაური.

15 მაისს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე დაგეგმილია ქვესადგურის „ხარაგაული წევა“-დან ფიდერი „ბაზალეთის“ გამორთვა – ზ/ამომრთველის პროფილაქტიკის მიზნით.​

პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები სისტემატურად ტარდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა გამანაწილებელ ქვესადგურში.

უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება.