უკვე 28 წელი გავიდა 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის დღიდან, როდესაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველომ 21 საუკეთესო შვილი დაკარგა.
9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გმირულად დაღუპულთა შორის ხარაგაულის რაიონის მკვიდრი ელისო ჭიპაშვილი გახლდათ.
„ორმაგი ემოციათა დატვირთული ეს დღე, – მიმართა დღეს 9 აპრილის სკვერში შეკრებილთ ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – 9 აპრილი არის ტკივილისა და სიხარულის დღე. ტკივილისა, რადგან საქართველომ ამ დღეს თავისი საუკეთესო შვილები დაკარგა; სიხარულისა იმის გამო, რომ ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
1989 წლის 9 აპრილს დემონსტრანტთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საბოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა იყო. ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ მათი სახელები, ვინც ქვეყნის უკეთეს მომავალს თავი შეწირა.
შეკრებილთ მიესალმნენ 9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეები – პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის საკრებულოს წევრი ვარლამ თავზარაშვილი; ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძე.
კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ 9 აპრილს დაღუპული გმირების თავდადებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ქვეყანა ევროპულმა ოჯახმა მიიღო; დღეს საქართველო ევროკავშირის წინ, კარის შეღების მომენტში, დგას. ამას საფუძველი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეწირული გმირების თავდადებამ შეუქმნა.“
9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულხანიშვილი) აღავლინა.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების