

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება“ გამარჯვებულები დღეს, 31 მარტს, დაჯილდოვდნენ.
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის, ნინო კაპანაძის სტატიამ – „დასაქმება ზვარეში ტრეფიკინგის ნიშნებით“ – მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარის, თამარ კინწურაშვილის ინფორმაციით, საკონკურსოდ 17 ჟურნალისტური ნამუშევარი იყო წარდგენილი.
საკონკურსო მასალები შეაფასეს ჟიურის წევრებმა – ნათია კუპრაშვილმა, ნინო ზურიაშვილმა და აკაკი გოგიჩაიშვილმა.
I ადგილი „გურიანიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ მოიპოვა მასალისთვის „მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ.“
II ადგილი წილად ხვდა „გურიანიუსის“ ჟურნალისტ თამთა კაკაურიძეს მასალისთვის „არაერთხელ ნასამართლევი ოქროს მოწმეები, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან.“
MDF-ის სპეციალური პრიზები გადაეცათ „ლიბერალის“ ჟურნალისტს მანონ ბოკუჩავას, ეკოფაქტის ჟურნალისტს ოლიკო ცისკარიშვილს, PS-ის ჟურნალისტებს ნატო გუბელაძესა და მეგი კაკაბაძეს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს თეონა ბაკურიძეს.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,