
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე 400 ათასი ლარია გამოყოფილი ხარაგაულში ხიდების რეკონსტრუქციის, გარე განათების მოწყობის, მრავალბინიანი შენობებისათვის მასალების შესატანად.
დ. ხარაგაულში რკინიგზის სადგურზე მისასვლელი ხიდის კეთილმოწყობითი სამუშაოების სატენდერო საწყისი ფასი 46 845 ლარს შეადგენდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმე „გოჩა კალანდაძემ“ 37 ათას ლარად უკვე დაასრულა აღნიშნული პროექტი.
დ. ხარაგაულში ავტოსადგურზე მისასვლელი ხიდის, შინმოუსვლელთა მემორიალთან და სამოქალაქო რეესტრთან მისასვლელი ხიდების კეთილმოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ინჟმშენი 96“ ახორციელებს. ავტოსადგურზე მისასვლელი ხიდის პროექტის საწყისი სატენდერო ღირებულება 75 580 ლარს შეადგენდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. შპს „ინჟმშენმა“ ტენდერში 61 999 ლარად გაიმარჯვა. პროექტი ორ თვეში, 26 ივნისისათვის უნდა დასრულებულიყო. დარღვეულია ვადები. მშენებელი ორგანიზაცია ამისთვის იხდის ჯარიმას.
თუ ჯარიმის ოდენობა პროექტით გათვალისწინებული თანხის 10 პროცენტს გადააჭარბებს, მშენებელ ორგანიზაციას გაუუქმდება ხელშეკრულება და ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.
ასევე დარღვეულია დ. ხარაგაულში შინმოუსვლელთა მემორიალთან მისასვლელი ხიდის კეთილმოწყობითი სამუშაოების პროექტის განხორციელების ვადა. ტენდერში ორი მშენებელი მონაწილეობდა. შპს „ინჟმშენმა“ 14 799 ლარად გაიმარჯვა. ამ პროექტის სატენდერი საწყისი ღირებულება 17 780 ლარს შეადგენდა.
სამოქალაქო რეესტრთან მისასვლელი ხიდის კეთილმოსაწყობად 10 ათასი ლარი გაიხარჯება.
გამგებლის ინფორმაციით, 24 900 ლარი მოხმარდა დ. ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩის (ბაზალეთის ხიდიდან ხანდების მიმართულებით) გარეგანათების მოწყობას. ამ პროექტის საწყისი სატენდერო ფასი 39 500 ლარს შეადგენდა. ტენდერში, გამგებლის თქმით, 5 პრეტენდენტი მონაწილეობდა. სამუშაოები შპს „მშენებელი XXI+“-მა განახორციელა. გარეგანათება დევების სკვერის დასრულებისთანავე ჩაირ-თვება. ადგილობრივი ხელისუფლება, ტენდერის მეშვეობით დაზოგილი თანხით, გარე განათების გაკეთებას სოფელ ლაშის მოსაცდელამდე აპირებს.
გამგებლის ინფორმაციით, დ. ხარაგაულის გარეგანათებისთვის საჭირო ელექტროენერგიის წლიური გადასახადი გაორმაგდა და ყოველწლიურად 50 ათას ლარს მიაღწევს.
ქუჩის გარეგანათებები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჟურულმა“ 34 999 ლარად უნდა მოაწყოს ა. წერეთლის ქუჩის 1725 მ-იან მონაკვეთზე, რ თაბუკაშვილის ქუჩის 250 მ-იან მონაკვეთზე, გალაკტიონის ქუჩის 200 მ-იან მონაკვეთზე, 9 აპრილის ქუჩის 580 მ-იან მონაკვეთზე, რ. დეკანოსიძის ქუჩის 150 მ-იან მონაკვეთზე. აღნიშნულ ქუჩებზე გარეგანათებების მოსაწყობად ტენდერით თავდაპირველად განსაზღვრული იყო 66 700 ლარი. ტენდერში 5 ორგანიზაცია მონაწილეობდა.
ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე „ვასილ არაბიძე“ 52 ათას ლარად ახორციელებს ა. წერეთლის, რ. თაბუკაშვილის, დ. გურამიშვილის, ზ. გლუნჩაძის, ა. კიკნაძის, ი. გრიშაშვილის, ნიორაძის, ი. ჭავჭავაძის, რ. დეკანოსიძის ქუჩების გარე განათების მოწყობის პროექტს. ტენდერში სამი ორგანიზაცია მონაწილეობდა და პროექტის საწყისი სატენდერო ფასი 70 ათას ლარს შეადგენდა.
ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერებით დაზოგილი თანხით აპირებს ბორითში გარე განათების მოწყობას ყოფილი საავადმყოფოდან ყოფილ ბენზინგასამართ სადგურამდე.
თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, დაზოგილი 26 ათასი ლარი მოხმარდება დ. ხარაგაულში რკინიგზის გადასასვლელი ხიდის კეთილმოწყობას.
რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი ზემოთხენებული 400 ათასი ლარიდან გარკვეული ნაწილი მრავალბინიანი სახლების გადახურვას მოხმარდება. დ. ხარაგაულში, წერეთლის ქ. #17 მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან შექმნილ ამხანაგობას შენობის გადასახურად 10 871 ლარი ღირებულების სამშენებლო მასალა გადაეცემა;
მარელისში მდებარე მრავალბინიანი სახლის ამხანაგობას – 8 394 ლარის;
დ. ხარაგაულში, კიკნაძის ქ. #39 – 5 412 ლარის;
დ. ხარაგაულში სოლომონ მეფის ქ. #29 – 2 805 ლარის;
ამხანაგობა „დიდვაკე 5“ – 7 779 ლარის;
ამხანაგობა „იმედი 2“ (დიდვაკე) – 11 048 ლარის;
„დიდვაკე 2“ – 2031 ლარის;
„დიდვაკე 6“ – 7 714 ლარის;
„პირველები“ (დიდვაკე) – 12 228 ლარის.
გამგებლის თქმით, მთავრობის მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი სახსრები სხვა ამხანაგობებზე გადანაწილდება. პროექტები ამხანაგობების შრომითი მონაწილეობით განხორციელდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები თ. კიკნაძის სკვერის, ჩოხოსნებისა და დევების სკვერების კეთილმოსაწყობად.
თ. კიკნაძის სკვერზე თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 41 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებული შპს „ინჟმშენი 96“ ამ სკვერს 32 999 ლარად კეთილმოაწყობს. დარღვეულია პროექტის შესრულების ვადა. სკვერის კეთილმოწყობა 26 მაისისთვის უნდა დამთავრებულიყო. ვადის დარღვევისთვის მშენებელი ჯარიმას იხდის.
ასევე შპს „ინჟმშენმა“ გაიმარჯვა ჩოხოსნებისა და დევების სკვერების სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდრებში. ორივე სკვერის კეთილმოწყობაც 26 მაისს უნდა დამთავრებულიყო. ჩოხოსნების სკვერზე გაიხარჯება 16 499 ლარი (თავდაპირველი სატენდერო ფასი 22 950 ლარს შეადგენდა), ხოლო დევების სკვერზე – 18 300 ლარი (თავდაპირველი სატენდერო ფასი შეადგენდა 39 600 ლარს).
გამგებლის ინფორმაციით, სკვერებზე ტენდერის გზით დაზოგილი თანხით დ. ხარაგაულში 9 აპრილის სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი.

2012 წლის მარტში დამთავრდება ხარაგაულში სპორტკომპლექსის მშენებლობა. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით. პროექტის საერთო ღირებულებაა მლნ 800 ათასი ლარი. პროექტს ახორციელებს „იბერია XXI.“ გამგებლის თქმით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპორტკომპლექსის მშენებლობისათვის 42 900 ლარი გადაირიცხა.
ფოტოებზე: დ. ხარაგაულში მიმდინარეობს შინმოუსვლელთა მემორიალთან მისასვლელი ხიდის რეკონსტრუქციის, თ. კიკნაძის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები და სპორტკომპლექსის მშენებლობა
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი