

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში მცხოვრებმა მეფუტკრე ბადრი ხიჯაკაძემ ლიტვის ლაბორატორიიდან თაფლის ანალიზის პასუხი მიიღო.
„პასუხი წერილობითაც მივიღე და ტელეფონითაც დამიკავშირდნენ, – ამბობს ბადრი ხიჯაკაძე, – მითხრეს, რომ ვარძიაში ჩემს მიერ წარმოებული თაფლი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ შემომთავაზა ევროკავშირის ქვეყნებში 20 ტონა თაფლის რეალიზაცია. სამწუხაროდ, ამ ოდენობის თაფლი, ჯერჯერობით, არ მაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კოოპერატივებში გავერთიანდეთ და თაფლის წარმოება გავზარდოთ.“
ვარძიელი მეფუტკრე ამბობს, რომ საფუტკრე მეურნეობა მთაში, საცხოვრებელი სახლებიდან 4-5 კილომეტრის დაშორებით უნდა მოეწყოს, სადაც ფუტკარი დაავადებებისგან და შხამ-ქიმიკატებისგან დაცულია.
ბადრი ხიჯაკაძე ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს, თაფლის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების აპარატების შესაძენად დაფინანსება რომ მოიპოვოს.
ის კოოპერატივების სახელმწიფო და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გამარჯვებულია.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„ვარძია“ ევროკავშირისკენ მიიწევს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,