Puli_finance_12014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვახარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ პარასკევს დაიწყო. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 5 444 100 ლარით განისაზღვრა. აქედან საკუთარი შემოსავალია ერთი მილიონილარი, დანარჩენი თანხა ტრანსფერია. ტრანსფერიდან, 4 444 100 ლარიდან, 138 ათასი ლარი არის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის და ფინანსდება გამგეობის სამხედრო სამსახური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი უჭირავს ჯარიმებსა და სანქციებს და ის 820 ათასლარს შეადგენს. 280 ათასი ლარი ადგილობრივი გადასახდელები, მოსაკრებლები და ბანკის პროცენტია.

„ქვეყანა ბოლო ორი წელია გადასულია პროგრამულ ბიუჯეტზე, რაც ითვალისწინებს თანხის მოთხოვნას პროგრამების მიხედვით, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი კი სრულყოფილი არ არის და მხოლოდ მშრალი ციფრებია. თავდაპირველად მათგან წარმოდგენილი თანხა შეადგენდა 6 მილიონ ლარს. ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში, სადაც გვითხრეს, რომგარკვეული კატეგორიის ხარჯებს არ დაუშვებენ. ამიტომ ტრანსფერი შეგვიმცირეს. შემდეგ პროცესებში მაჟორიტარი დეპუტატი ჩაერთო და მისი მხარდაჭერით 4 444 100 ლარი დაგვიმტკიცეს. ამან მოგვცა ხარჯების გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ისევე, როგორც გასულ წლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ისევ სახელფასო ბიუჯეტია. ეს ძალიან ცუდია. სოციალური სფერო იქნება ჩვენი პრიორიტეტი და ამ კუთხით 295 700 ლარს ვითვალისწინებთ, მაგრამ ეს ცოტაა. გზებზე გათვალისწინებულია200 ათასი ლარი, ხიდ-ბოგირებზე-60 ათასი ლარი, 15 ათასი ლარი – სანიაღვრე არხების გასაწმენდად. დანარჩენი თანხა მთლიანად ხელფასებზეა გაწერილი.“

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე.მისი თქმით, ხარაგაულში მარტო ხელფასებზე გათვალისწინებულია 3,5 მილიონ ლარზე მეტი ანუ მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების 63%. ეს დეპუტატის შეფასებით არის კატასტროფა. „იმ ადამიანებისთვის იქნება ცუდი, ვინც ახლა არიან ტყუილად დასაქმებულები, რომ ერთ დღეს დამთავრდება ეს მარაზმი და ცხოვრების წინაშე აღმოჩნდებიან უმუშევრები და უცოდინარები, რადგან არ მაღლდება მათი კვალიფიკაცია. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ კონკრეტული დავალებები,“ – ამბობს დეპუტატი.

ნოდარ ებანოიძე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ბიუჯეტიდან გაზეთის დაფინანსება თანხების არაეკონომიური ხარჯვაა. „მომავალ წელს ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარი. გაზეთს და პრესის ორგანოს კი არა, დამოკიდებულებას ვერჩი,“ – ამბობს დეპუტატი.

ნოდარ ებანოიძე არაეფექტურად თვლის კულტურის ცენტრის დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხას, რადგანკულტურულ ცხოვრებას ვერ გრძნობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ისინი მხოლოდ გაზეთში ეცნობიან ხარაგაულის კულტურულ წარმატებებს. „ბორითში კულტურის სახლში არ არის არც ერთი კულტურული წრე იმ დროს, როცა სავსეა ხარაგაულის კულტურის ცენტრი თანამშრომლებით.

ორი მუსიკალური სკოლა რად გვინდა, ორგან ფული რატომ უნდა ვხარჯოთ? თუ ვინმეს ხათრი გვაქვს და ამიტომ უნდა დავასაქმოთ ადამიანები, ეს სხვა საკითხია. საინტერესოა, საკუთარ ხარჯს თუ გაიღებთ ასე? თუ ეს დამოკიდებულება არ შევცვალეთ, არაფერი გამოვა.“

დეპუტატის პოზიციაა, რომ ყველა ორგანიზაციამ წარადგინოს პროგრამა, თუ რას გააკეთებს კონკრეტულად. „მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება, რაზე უნდა ვთქვათ უარი და რაზე – თანხმობა. პრიორიტეტები უნდა გამოვყოთ. ამისთვის არის საკრებულო. ბიუჯეტი სერიოზულ გაანგარიშებებს უნდა ეყრდნობოდეს.“ დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ დასაქმების პროგრამისთვის გაითვალისწინებენ 100 ათას ლარს, მოქალაქეები იდეებს შესთავაზებენ ხელისუფლებას.

„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობაზე გათვალისწინებულია 80 ათასი ლარი და ტურიზმის განვითარების ა(ა)იპ-ზე 100 ათასი ლარი, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, -ეს არ მიმაჩნია მართებულად. სამწუხაროდ, კინოფილმ „ცისფერ მთებში“ ვართ ისევ, ისევ იქ კიდია ის სურათი…

ბიუჯეტი უნდა იყოს პროგრამული და განისაზღვროსპრიორიტეტები, – ეს არის მთავარი.საქმის გაკეთებას უნდა სჭირდებოდეს კონკრეტული ადამიანი და ამიტომ უნდა დასაქმდეს და არა იმისთვის, რომ ერქვას დასაქმებული. პროგრამის დაწერა რთული არ არის. ჩვენ არ გვაქვს დღეს იმდენი ფული, რომ ბავშვები ვატაროთ ექსკურსიებზე. უმჯობესია, მოსწავლეთა სახლს გავუზარდოთ დაფინანსება, რადგან მათი აღმზრდელობითი ფუნქცია მეტია. 100 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს ფეხბურთის გუნდზე და მთლიანად სპორტზეც – ამდენივე? ჩვენ არ გვაქვს პირველი ლიგის გუნდის შენახვის ფინანსური შესაძლებლობა. 100 ათასი ლარით გუნდს ვერ შევინახავთ. გვაჩვენოს გუნდმა, რომ 700 ათას ლარს მოიპოვებს დამოუკიდებლად და ასი ათასი ლარით დაეხმარება ბიუჯეტი. ყველაფერს წესით და რიგით უნდა მივყვეთ. პროგრამულ ბიუჯეტთან მიმსგავსებული მაინც უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტი.“

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი საკრებულოდან მოითხოვს დასაბუთებას, თუ რამდენია მისაღები სახელფასო ხარჯი. „თუკი დაასაბუთებენ ა(ა)იპ-ები, რომ ხელფასებად სჭირდებათ ხარჯების 63%  კი არა, 70%, – ვაფინანსებთ თუ არა. თუ ვერა, მაშინ რა საჭიროა ეს დასაბუთებულობა. ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამებს და იმსჯელებს ალბათ საკრებულო. ყველა ვარიანტში ეს დანახარჯებს უკავშირდება. რა ოდენობის უნდა გვქონდეს ხარჯები, ეს გვითხარით,“ – კითხულობს კობა ლურსმანაშვილი და აღნიშნავს, რომ თითოეული ლარის შეკვეცა ტოლფასია ადამიანების სამსახურიდან გაშვების ან მინიმუმ ხელფასების შემცირების. „ეს ავუხსნათ ხალხს, დაუფინანსებლობა რას გამოიწვევს. რას გააკეთებენ სახლში წასული ადამიანები, რით უნდა შევეხიდოთ მათ. მთავრობის პოზიციაა, რომ სოციალურად ორიენტირებული იყოს ბიუჯეტი და ეს თანხა – 295 ათასი ლარი, არ იქნება საკმარისი. აქედან 50 ათასი ლარი სტუდენტების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული.“

კობა ლურსმანაშვილი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს გარანტირებული სამსახური რომელიმე საწარმოში, მაგრამ მისივე თქმით, „უბედურება ის არის, რომ არც ერთი სამუშაო ადგილი ჩვენთან არ იქმნება.“

გამგებელი დაინტერესდა, ცნობილია თუ არა საკრებულოსთვის სხვა მუნიციპალიტეტების პოზიცია ამ თემებზე. „ტენდენცია თქვენგან გავიგეთ, რომ უნდა იყოს ხარჯების კლება. სხვაგან რა ხდება, ესეც გამაგებინეთ. მე არ ჩავიგდებ თავს იმ მდგომარეობაში, რომ ვთქვათ, წყალტუბოში ხელფასებზე მთლიანი ხარჯების 80% დაიხარჯოს და ხარაგაულში- 10%. გაგვაგებინეთ, რამდენ პროცენტიანი ბიუჯეტი წარმოგიდგინოთ, გვითხარით საკრებულოს წევრებმა, სად რა ხდება, გვითხარით ის რეცეპტები, რით ვიმუშაოთ და წარმოგიდგენთ. ვამბობ, რომ ის, რაც შეიძლება გაააკეთოს 80-მა კაცმა, არ უნდა აკეთებდეს 200 კაცი, მაგრამ ამის მიღმა არის საკითხები, რომლებიც ჩვენ პირდაპირი ფორმით უნდა დავაფინანსოთ,“ – ამბობს გამგებელი.

 

ა(ა)იპ „ხარაგაულის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი სამი წლის წინ სოფლებში ბიბლიოთეკარების შემცირებას იხსენებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე ერთი წლის მანძილზე დიდი დავა მიმდინარეობდა. „გაირკვა, რომ თვითმმართველობიდან არ მოდიოდა ეს ინიციატივა და აღვადგინეთ სოფლებში ბიბლიოთეკარები. ახლა რატომ ვწყვეტთ ასე ადვილად ადამიანების ბედს და რატომ ვუშვებთ სამსახურებიდან. უამრავ პროგრამას წარვუდგენ საკრებულოს, მაგრამ ვინ არის გარანტორი, რომ დააფინანსებენ,“ – კითხულობს მამუკა ჭიპაშვილი.

 

დეპუტატი იური ლურსმანაშვილი ამბობს, რომსაკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და კანონი იმისთვის არსებობს, რომ განიხილონ პროგრამები. „შეიძლება წარმოდგენილი პროექტების 80% დაფინანსდეს, შეიძლება – 10%. მისივე თქმით, მთავარია ორგანიზაციებმა ისეთი პრიორიტეტები გამოკვეთონ, რომ დამაჯერებელი და აუცილებელი იყოს მათი განხორციელება.

 

საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი აცხადებს, რომ სოფლებიდან მასთან მიდიან მოქალაქეები პრეტენზიით, – მარტო ხარაგაულის ცენტრში რატომ იხარჯება საბიუჯეტო თანხები.

აკაკი მაჭავარიანის თქმით, ყველა ა(ა)იპ-მა გაწერილი პროგრამა უნდა წარადგინოს, თუ რაში დახარჯავს თანხას და ეს მარტო ხელფასები არ უნდა იყოს.

ნინო კაპანაძე