ხარაგაულის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, ააიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად, ააიპ-ების სუბსიდირების შემცირებით შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე მსჯელობენ.
დღეს, 10 იანვარს, დეპუტატები სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის, სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრისა და მოსწავლეთა სახლის დირექტორებს შეხვდნენ.
„დავინტერესდით, რა მიდგომები გამოიყენეს ააიპ-ების ხელმძღვანელებმა, როცა თანამშრომლებს ხელფასები დააკლეს, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებიდან 14 თანამშრომელი, – დარაჯები და დამლაგებლები უნდა დაეთხოვათ.
ახალდანიშნულ დირექტორთან შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ სახლში არც ერთი თანამშრომელი არ წავა. სოფელში დამლაგებელს მინიმალური თანხა რომ აქვს, ეს მისთვის ფუფუნებაა. დარაჯი, რომელიც ხელფასის სახით 120 ლარს იღებს, მშიერი არ უნდა დარჩეს.“
მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან ორ ვარიანტზე იმსჯელეს.
„ამ გაერთიანებას სამი ბუღალტერი და შესყიდვების ერთი მენეჯერი ჰყავს, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, – მიგვაჩნია, რომ ამდენი ბუღალტერი და ცალკე კიდევ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი საჭირო არ არის.
ყველა თანამშრომელი რომ სამსახურში დატოვონ, საბავშვო ბაღებს 20 ათასი ლარის დამატება სჭირდება. ხელფასები ააიპ-ის ხელმძღვანელმაც უნდა დაიკლოს და ბუღალტრებმაც.
სპორტსკოლის დირექტორმა სასწავლო ნაწილის გამგის შტატი გააუქმა, მხოლოდ სამ-ოთხ თანამშრომელს ხელფასი 250-250 ლარით შეუმცირა, თავად 50 ლარი მოიკლო. გვითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებით მიიღო. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია. ასეთივე მდგომარეობაა შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში.“
საკრებულოს თავმჯდომარე ხელფასების კლებას უარყოფითად აფასებს. მოსალოდნელია, რომ ამან თანამშრომლების შრომისნაყოფიერებაზე იმოქმედოს. მაგრამ მისივე თქმით, ხელფასების შემცირება ადამიანების სამსახურის გარეშე დატოვებას ჯობია.
ააიპ-ების სუბსიდირების შემცირებით შექმნილ მდგომარეობას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილავენ. მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი უნდა იყოს.
კვირის ბოლოს დეპუტატები ხარაგაულის კულტურის ცენტრის, კეთილმოწყობისა და მუზეუმის დირექტორებს შეხვდებიან.
მანანა ბარბაქაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობის პოზიციაა, რომ არც ერთი დასაქმებული ადამიანი სახლში არ გაუშვან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 6387,1 აასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 307 ათასი ლარით ნაკლებია.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების