ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს, 16 დეკემბერს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად განიხილავს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, ფინანსთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერი, 2016 წელთან შედარებით, 289,8 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების გეგმა, კერძოდ ქონების გადასახადი 50,0 ათასი ლარით გაიზარდა.

ამასთან, 2017 წლის შემოსავლების გეგმაში შემცირდა მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის 30,0 ათასი ლარით, ვინაიდან აღნიშნულ სახეში არც 2015 წელს და არც მიმდინარე წელს გეგმები არ სრულდება.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია საკრებულოს შენიშვნები და რეკომენდაციები.

გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს.

  1. 2017 წლის შემოსულობების გეგმა საბოლოოდ განისაზღვრა 6387,1 ათასი ლარით.

მ. შორის:

ა) გადასახადები 1300.0 ათასი ლარი,

აქედან:
– საშემოსავლო გადასახადი ფიზიკურ პირთა საქმიანობიდან – 250.0 ათასი ლარი.
–  ქონების გადასახადი საქართველოს საწარმოთა ქონებაზე – 90.0 ათასი ლარი;
–  ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 960.0 ათასი ლარი.

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული ტრანსფერები – 3972,1 ათასი ლარი, აქედან:
– გათანაბრებითი ტრანსფერი – 3834,1 ათასი ლარი;
– მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 138.0 ათასი ლარი;

გ) სხვა შემოსავლები – 1115.0 ათასი ლარი, აქედან:

– მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის – 70.0 ათასი ლარი;
– შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) – 25.0 ათასი ლარი;
– ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის – 20.0 ათასი ლარი;
– ჯარიმები, სანქციები და საურავები – 1000.0 ათასი ლარი;

  1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართელი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 6387,1 ათასი ლარით;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით დაევალათ მუნიციპალიტეტებს გაატარონ სათანადო ღონისძიებები, რათა, 2017 წელს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯები (ძირითადად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“, „საქონელი და მომსახურების“ და „სუბსიდიების“ მუხლებში) შეადგენდეს არაუმეტეს მიმდინარე წლის (მოსალოდნელი) საკასო შესრულების მაჩვენებლის 90%-ს.

აღნიშნულიდან გამომდინარე განისაზღვროს:

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 2067,5 ათასი ლარი,

მათ შორის:
– მუნიციპალიტეტის საკრებულო – 497,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 536,3 ათასი ლარი);
– მუნიციპალიტეტის გამგეობა – 1486,5 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 1650,2 ათასი ლარი);
– სარეზერვო ფონდი – 50,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 12,2 ათასი ლარი).
– წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა – 34,0 ათასი ლარი.

– თავდაცვა – 78,0 ათასი ლარი, მათ შორის:
– სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – 78,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 99,1 ათასი ლარი);

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია  და ექსპლუატაცია – 1210,0 ათასი ლარი;
მათ შორის

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 313,0 ათასი ლარი, აქედან:

– გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 233,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 103,0 ათასი ლარი);

– ხიდების, ბოგირების აშენება-შეკეთება – 70.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 23,0 ათასი ლარი);

– მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 10.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 9,0 ათასი ლარი).

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია –  695,0 ათასი ლარი, აქედან:

– სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა – 40.0  ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯა 100 ლარი);

– დასუფთავების ღონისძიებები ააიპ „ხარაგაულდასუფთავება“ – 442.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 552,0 ათასი ლარი);

– წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 40,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯა 9,7 ათასი ლარი);

– გარე განათების რეაბილიტაცია ექსპლუატაცია ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ – 163,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 220,5 ათასი ლარი);

-კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეალიზაცია – 10,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 5,8 ათასი ლარი);

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 187,0 ათასი ლარი, აქედან:

– პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“- 187,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 231,5 ათასი ლარი).

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის თანადაფინასება – 5.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯა 5,0 ათასი ლარი).

სოფლის მეურნეობის დაფინანსება 10,0 ათასი ლარი (2016 წელს ამ მიმართულებით თანხა არ დახარჯულა).

განათლება 1094.2 ათასი ლარი, აქედან:

–  სკოლამდელი განათლება ააიპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება – 889,6 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 953,5 ათასი ლარი);

ზოგადი განათლება სსიპ ბორის სკოლა-პანსიონი – 104,8 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 105,0 ათასი ლარი).

ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი – 99,8 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 105,0 ათასი ლარი).

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1124.2 ათასი ლარი, აქედან:

სპორტის განვითარებაზე – 333.2 ათასი ლარი, მათ შორის:

– სპორტული ღონისძიებების დაფინანსება – 11.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 9,7 ათასი ლარი).

– ააიპ სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრი – 210.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 217,0 ათასი ლარი).

– ააიპ სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი – 112.2 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 113,7 ათასი ლარი).

კულტურის განვითარებაზე – 676,8 ათასი ლარი, მათ შორის:

-ააიპ სამუსიკო სკოლა – 99.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 96,5 ათასი ლარი);

– ააიპ ხალხური შემოქმედების სახლი – 30.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 66,0 ათასი ლარი);

– ააიპ კულტურის ცენტრი – 262.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 292,2 ათასი ლარი);

– ააიპ ცენტრალური ბიბლიოთეკა – 150.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 214,9 ათასი ლარი);

– ააიპ ისტორიული მუზეუმი 88,3 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 88,9 ათასი ლარი);

– ააიპ ლიტერატურული თეატრი 47,5 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 51,5 ათასი ლარი).

ტელერადიომაუწყებლობა და სგამომემლო საქმიანობა ააიპ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი – 53,2 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 64,0 ათასი ლარი).

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 11. 0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 12,0 ათასი ლარი).

რელიგიის დაფინანსება – 50,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯა 70,0 ათასი ლარი).

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 813,2 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 753,3 ათასი ლარი).

– ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – 115. 0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 107,0 ათასი ლარი);

– სოციალური პროგრამები – 688,2 ათასი ლარი.

– უფასო სასადილოს დაფინანსება ააიპ სათნოების სახლი – 82.6 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 93,3 ათასი ლარი);

– სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობის და დახმარების ხარჯები 536,6 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 447,2 ათასი ლარი);

– სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა – 10,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 22,4 ათასი ლარი);

– ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახის დახმარების ხარჯები – 37.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 32,7 ათასი ლარი);

– ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯები – 2,0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯება 2,3 ათასი ლარი);

– სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 30.0 ათასი ლარი (2016 წელს გაიხარჯა 30,0 ათასი ლარი).

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ 6387,1 ათასი ლარის ხარჯებში არაფინანსური აქტივების ზრდაზე მიმართულია 333.0 ათასი ლარი (5,2%).

დარჩენილი 6020,1 ათასი ლარიდან მიმართულია:

– შრომის ანაზღაურებაზე – 1545,0 ათასი ლარი (25,6%);

– საქონელსა და მომსახურებაზე – 673,5 ათასი ლარი (10,5%);

მათ შორის:
შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 108,2 ათ. ლარი (1,8%);
მივლინება 15,6 ათ. ლარი, 0,3%;
ოფისის ხარჯები 134.4 ათ. ლარი (2,2%); (კომუნალური ხარჯები 40.5 ათ. ლარი, ანუ ოფისის ხარჯების 30,1%;)
წარმომადგენლობითი ხარჯები 12,0 ათ. ლარი (0,2%);
ტრანსპორტის ხარჯები 106.9 ათ. ლარი (1,8%);
სხვა დანარჩენი საქ. და მომსახურების ხარჯი – 296.4 ათ. ლარი (4,9%);
– სუბსიდებზე – 3196.0 ათასი ლარი (53.1%).
– სოცუზრუნველყოფაზე – 605.6 ათასი ლარი (9,8%).

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიმდინარე, 2016 წლის, ბიუჯეტის შემოსულობებმა 6 694,1 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, შემოსულობების გეგმა 6387,1 ათასი ლარით განისაზღვრა.