

სამ თვეზე მეტია, პაციენტები ხარაგაულის ახალგახსნილი საავადმყოფოს მომსახურებას ელიან.
საავადმყოფოს მენეჯერის, ქეთევან აბრამიშვილის, თქმით, კლინიკის ასამოქმედებლად სამუშაოები მიმდინარეობს.
„კაბინეტების ლიცენზირების პროცესი დასრულდა. ახლა ვამოწმებთ, რამდენად გამართულად მუშაობს აპარატურა. გახსნის შესახებ ინფორმაციას ჩვენ თვითონ მოგაწვდით,“ – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი.
ხარაგაულის 14 საწოლიანი მრავალპროფილური, თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიით აღჭურვილი საავადმყოფო 2016 წლის 21 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა ნუგზარ ბოლქვაძემ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს.
საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი დაიხარჯა.
კონკრეტულად როდიდან ამოქმედდება ხარაგაულის სამი თვის წინ გახსნილი საავადმყოფო, ჯერჯერობით, უცნობია.
თამთა გოგოლაძე
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა