

ხარაგაულში 14 საწოლიანი, თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიით აღჭურვილი საავადმყოფო გაიხსნა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიას თქმით, ამიერიდან ხარაგაულის მოსახლეობას საშუალება ექნება, მთელი რიგი სამედიცინო სერვისებით ადგილზე, რაიონიდან გაუსვლელად, ისარგებლონ.
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, ნუგზარ ბოლქვაძის ინფორმაციით, ხარაგაულის საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წელს დაგეგმილი ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტიდან პირველია.
„ხარაგაულში დასრულდა სამედიცინო კამპუსის მშენებლობა, – აღნიშნა ნუგზარ ბოლქვაძემ საავადმყოფოს გახსნისას, – სტაციონარი 14 საწოლზე თერაპიული, ქირურგიული, სარეანიმაციო და პოსტოპერაციული პაციენტებისთვის მოეწყო. ხარაგაულში ულტრათანამედროვე სტაციონარია ციფრული რენტგენოგრაფიის, ულტრაბგერითი აპარატებითა და უნიკალური ლაბორატორიით, სადაც შესაძლებელია აბსოლუტურად ყველა ანალიზის გაკეთება.
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი-ხარაგაულის“ დირექტორი ქეთევან აბრამიშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოში უახლოეს მომავალში ყველა ის სპეციალისტი ეყოლებათ, რომლებიც პაციენტებს უახლესი სამედიცინო აპარატურით მოემსახურებიან.
„განსაკუთრებით გვესაჭიროება რეანიმატოლოგი, – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი, – საავადმყოფოში ექოსკოპისტი მუდმივად იქნება. ადმინისტრაციაში საკმაოდ ბევრი განცხადებაა შემოსული, – არის საკადრო რესურსები. ექიმებისა და ექთნების გარეშე არ დავრჩებით. “
ხარაგაულში საავადმყოფოს გახსნას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი