20 ოქტომბერს, დილის 6 საათზე, ხარაგაულის საკრებულოს წევრის, ნინო ფხალაძის ოჯახში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ოფისში თავად ნინო ფხალაძემ გაავრცელა.
ნინო ფხალაძე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია ფარცხნალში, ამ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად და დაშინების მცდელობად აფასებს. ის აღნიშნავს, რომ მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს, რათა დაცული იყოს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება.
„ოჯახში ყოველგვარი გაფრთხილებისა და ჩხრეკის ორდერის წარდგენის გარეშე შემოიჭრა რვა-ათი პიროვნება ხარაგაულის პოლიციის უფროსის, კაპანაძის ხელმძღვანელობით. სამართალდამცავები სახლსა და დამხმარე ნაგებობებში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებასა და ცეცხლსასროლ იარაღს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამ დროს ოჯახში ჩემი მეუღლე და ორი სრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა,“ – ამბობს ნინო ფხალაძე.
სამარათალდამცავებმა საკრებულოს წევრის ოჯახში, ნინო ფხალაძის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.
n21 ოქტომბერს ამ საკითხზე საუბარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაიმართა.
დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ გააპროტესტა საკრებულოს წევრზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ სწორედ ასეთ ქმედებებს ებრძოდნენ.
მოქალაქე მალხაზ კუპრაძემ განაცხადა, რომ „ეს უმსგავსო ფაქტი და ადამიანის უფლებების დარღვევაა.“ მისივე თქმით, უნდა დადგინდეს, თუ ვისგან მოდის ეს. მანვე აღნიშნა, რომ დაირღვა ფარცხნალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ნიკოლოზ ბირკაძის უფლებები.
თავად ბიუროს სხდომაზე მყოფმა ნიკოლოზ ბირკაძემ განაცხადა, რომ მას ჯერ ნინო ფხალაძემ დაურეკა და დაადანაშაულა, რომ „ეს მისი მოწყობილია,“ შემდეგ ნაცმოძრაობის შტაბის წარმომადგენელმა მამუკა ჭყოიძემ და დაემუქრა; შემდეგ ყოფილმა გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა დაურეკა ტელეფონით, ბოლოს კი – საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა.
„ნინო ფხალაძე ბრალს მდებს, რომ მე მივაწოდე ინფორმაცია პოლიციას მის ოჯახში იარაღის არსებობის შესახებ. მამუკა ჭყოიძემაც ანალოგიური რამ გამიმეორა და დამემუქრა, რომ არ შემარჩენს ამ საქციელს. თორნიკე ავალიშვილმა მითხრა, რომ მას თანამდებობაზე ყოფნისას შეცდომები ჰქონდა, მაგრამ რასაც ახალი მთავრობა აკეთებს, ასეთი რამ არასდროს ჩაუდენია. ცოტა ხანში ბატონი აკაკი მაჭავარიანი მირეკავს და მეკითხება, რა ხდება ფარცხნალშიო და ბიუროს სხდომაზე მიბარებს. მაინტერესებს, პოლიცია რომ წამოვიდა ნინო ფხალაძის ოჯახში, მე უნდა მცოდნოდა? რატომ დამირეკეთ, რა გაინტერესებდათ, რა გინდოდათ ჩემგან? პოლიციას რატომ არ დაურეკეთ?“ – იკითხა ბიუროს სხდომაზე ნიკოლოზ ბირკაძემ.
როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, უცილებლად უნდა დადასტურდეს, უკავშირდება თუ არა ნინო ფხალაძის ოჯახის ჩხრეკა მის პოლიტიკურ მხარდაჭერას ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ.
ბიუროს სხდომაზე მყოფმა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ის აღშფოთებულია მომხდარით. მისივე თქმით, მან პოლიციიდან მიიღო ოფიციალური პასუხი, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია. „პოლიციას კანონით ევალება, იმოქმედოს ოპერტიული ინფორმაციის საფუძველზე. მაგრამ როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია და საქმე ეხება საკრებულოს წევრს, თავისთავად ცხადია, იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ეს მასზე პოლიტიკური ზეწოლაა. თუ დაირღვა ნინო ფხალაძის უფლებები, მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებ. საბოლოოდ უნდა დავრწმუნდე, რომ უკანონობას ჰქონდა ადგილი.“
გამგებელმა პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა ფარცხნალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიმართ განხორციელებული სატელეფონო ზარები და აღნიშნა, რომ ის ვალდებულია, რწმუნებულის უფლებები დაიცვას.
საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის თქმით, ის უბრალოდ დაინტერესდა ფარცხნალში მომხდარით მას შემდეგ, რაც მას ნინო ფხალაძემ დაურეკა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი