ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა 17  ოქტომბერს გაიმართება.

საკრებულოს აპარატიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბიუროს წევრებმა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის (უფროსი მალხაზ ფხალაძე) ანგარიში უნდა განიხილონ.

ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომისია საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი არჩევანის“ დაფუძნების თაობაზე უარყოფით დასკვნას წარუდგენს.

ახალი ფრაქცია „თავისუფალი არჩევანის“ შექმნას ყოფილი ფრაქციის –„ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გელა გოლუბიანი ითხოვს.

ორშაბათს ბიუროს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, ყოფილი გამგებლის – კობა ლურსმანაშვილის – თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.

კობა ლურსმანაშვილმა გამგებლის უფლებამოსილება 9 აგვისტოს მოიხსნა საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის გამო.