

„დასრულდა ზვარის საჯარო სკოლის ძირითადი შენობისა და ეზოს რეგისტრაციის პროცესი, – წერს სოციალურ ქსელში ზვარეს საჯარო სკოლის დირექცია, – ჩვენს სკოლას დანგრევა აღარ ემუქრება. სკოლის შენობა გარემონტდება.
სექტემბერში ახალი იერსახითა და განახლებული საკლასო ოთახებით შევხვდებით ჩვენს მოსწავლეებს.
ყველა ჩვენს თანამშრომელს, მოსწავლესა და გულშემატკივარს ვულოცავთ ამ შესანიშნავ ამბავს!!! მომდევნო წარმატებების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის!!!“
ზვარეს სკოლის შენობა ახალი რკინიგზის მშენებლობის არეალში ხვდებოდა. ამიტომ, ოთხი წლის მანძილზე ამ სკოლაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები ვერ იგეგმებოდა.
რკინიგზის მშენებლობის პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, სკოლის შენობა მშენებლობის არეალში აღარ ხვდება. ამ გარემოების გამო გახდა შესაძლებელი ქონების დარეგისტრირება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ზვარეს სკოლის ეზო შემოიღობება, შენობის სახურავი და კარ-ფანჯრები შეიცვლება, გათბობის ერთიანი სისტემა დამონტაჟდება და ნაწილობრივ შიდა სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი