

წლების მანძილზე მძიმედ ავარიული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის, ზვარესა და ღარიხევის სკოლების, შენობების აღდგენის პროცესი იწყება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით, კიცხისა და ღარიხევის საჯარო სკოლებისთვის ახალი შენობების აგებაა გათვალისწინებული.
„შესაბამისმა კომისიამ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, კიცხის სკოლის არსებულ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია, – ამბობს დავით კიკნაძე, – რაც შეეხება ზვარეს სკოლას, შენობა ახალი რკინიგზის მშენებლობის არეალში ხვდებოდა. ამიტომ, ოთხი წელია, ზვარეს სკოლაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვერ ვგეგმავდით.
რკინიგზის მშენებლობის პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, სკოლის შენობა მშენებლობის არეალში აღარ ხვდება. ამჟამად მიმდინარეობს ქონების დარეგისტრირების პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება.
ზვარეს სკოლის ეზო შემოიღობება, შენობის სახურავი და კარ-ფანჯრები შეიცვლება, გათბობის ერთიანი სისტემა დამონტაჟდება და ნაწილობრივ შიდა სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.“
2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხარაგაულის #2 სკოლის ეზოში დახურული ტიპის სპორტული მოედანი აშენდება, საქარიქედზე კი სკოლის არსებული შენობა გარემონტდება.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი