ორშაბათს, 7 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, დეპუტატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში საჯარო მოხელეთა სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შესახებ საკითხს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, ცვლილება შეეხება საკრებულოსა და გამგეობის სპეციალისტების (მდივანი და დამლაგებელი) სახელფასო სარგოებს. სახელფასო განაკვეთები ასევე გაიზრდება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში სტრუქტურული ცვლილების გამო.
საკრებულოსა და გამგეობის მდივნების ყოველთვიური ანაზღაურება დღემდე 380-380 ლარს შეადგენს, დამლაგებლების ანაზღაურება კი – 250-250 ლარს. პროექტის მიხედვით კი მდივნის სახელფასო სარგო 500 ლარამდე იზრდება, ხოლო დამლაგებლის – 300 ლარამდე.
შეგახსენებთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულში დასაქმებულთა საშტატო განრიგსა და სახელფასო სარგოებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის თანამდებობრივი სარგოები თანაბარია და თითოეულისათვის განისაზღვრება 2360 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე და თითოეული მათგანის ხელფასი 1200 ლარია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეისათვის დასაქმებულია 206 საჯარო მოხელე.
გამგეობაში ფუნქციონირებს ცხრა სამსახური. გამგეობის სამსახურების უფროსების ყოველთვიური ანაზღაურება 1000-1000 ლარია, გამგებლის თანაშემწის – 750 ლარი, განყოფილების უფროსის – 800 ლარი, გამგეობის სამსახურებში მთავარი სპეციალისტის ანაზღაურება 560 ლარია, წამყვანი სპეციალისტის – 540 ლარი, უფროსი სპეციალისტის – 420 ლარი, კურიერის – 350 ლარი, მდივნისა და მძღოლის 500-500 ლარი, დამლაგებლისა და დარაჯის 300-300 ლარი.
გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში დასაქმებულია სამი მთავარი სპეციალისტი, შვიდი წამყვანი სპეციალისტი, გამგებლის თანაშემწე, უფროსი სპეციალისტი ოპერატორი, მდივანი, კურიერი, 3 დამლაგებელი, 3 მძღოლი და დაცვის 2 მუშაკი. ამ სამსახურის თვიური სახელფასო თანხა შეადგენს 11 480 ლარს.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში დასაქმებულია ორი მთავარი სპეციალისტი და ათი წამყვანი სპეციალისტი. ამ სამსახურის თვიური სახელფასო თანხა შეადგენს 7 520 ლარს.
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში დასაქმებულია ერთი მთავარი და ორი წამყვანი სპეციალისტი. სამსახურის თვიური სახელფასო თანხაა 2 640 ლარი.
სოციალური დაცვის სამსახურში ორი მთავარი და სამი წამყვანი სპეციალისტია. თვიური სახელფასო თანხა კი 3 740 ლარია.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში არის ექვსი წამყვანი სპეციალისტი. ამ სამსახურის თვიური სახელფასო თანხა შეადგენს 4 240 ლარს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში სამი მთავარი და ხუთი წამყვანი სპეციალისტია და თვიური სახელფასო ანაზღაურება 5 380 ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში ერთი მთავარი და ერთი წამყვანი სპეციალისტია და 2 100 ლარი იხარჯება ყოველთვიურად ხელფასებისთვის.
სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურში ორი მთავარი და შვიდი წამყვანი სპეციალისტია. ყოველთვიური სახელფასო ხარჯი 5 900 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სახანძრო-სამაშველო სამსახურს, ამ სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 1000 ლარია, ხოლო უფროსის მოადგილის 800 ლარი. ამ სამსახურში ოთხი წამყვანი სპეციალისტია. თითოეულის ხელფასი 460 ლარია, უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 450 ლარს შეადგენს და ამ სამსახურში 12 უფროსი სპეციალისტია. სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულია 37 სპეციალისტი (საქმის მწარმოებელი, მეხანძრე-მაშველი, მძღოლი, დისპეჩერი) და თითოეულის ხელფასი 380 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, ამ სამსახურის თანამშრომლებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 23 100 ლარი იცემა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 ტერიტორიული ორგანოა და შესაბამისად ხელმძღვანელიც ამდენივეა. თითოეულის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 900 ლარის ოდენობით. ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტების რაოდენობა ტერიტორიული ორგანოს მიხედვით სხვადასხვაა. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 450 ლარით განისაზღვრება.
დაბა ხარაგაულის, ლაშის, ბორითის, მოლითისა და ლეღვნის ტერიტორიულ ორგანოებში 3-3 სპეციალისტია დასაქმებული. კიცხში, ხუნევსა და საღანძილეში 4-4 სპეციალისტი, ბაზალეთის, სარგვეშის, ზვარეს, ვახანის, ვარძიის, წყალაფორეთის, ფარცხნალისა და ხიდარის ტერიტორიულ ორგანოებში 2-2 სპეციალისტი; ღორეშაში, წიფასა და ხევში – თითო-თითო სპეციალისტი. ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისა და სპეციალისტების ხელფასებზე ყოველთვიურად ბიუჯეტიდან 38 700 ლარი იცემა.
რაც შეეხება საკრებულოს თანამდებობრივ სარგოებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია და ხუთი ფრაქციაა. კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენს 1000-1000 ლარს, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის – 560 ლარი. საკრებულოს ჰყავს ორი მძღოლი, ერთი პირადი მდივანი. მათი თანამდებობრივი სარგო 500-500 ლარია; ორი დამლაგებელი – 300-300 ლარი. ჯამში, საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებზე ყოველთვიურად იცემა 19 460 ლარს.
თამთა გოგოლაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი