

წლებია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ზვარეში ახალგაზრდული ბანაკის მოწყობას გეგმავს.
„ამ პროექტის დაფინანსებისგან მთავრობას თავი არ შეუკავებია, – განმარტავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე, – თუმცა სამთავრობო კომისიაზე განხილვისას გვირჩიეს, რომ დაფინანსება სხვა ფონდებთან ან კერძო სტრუქტურებთან მოგვეძიებინა.
ტენდერებით გარკვეული თანხა დაიზოგა და დაფინანსების წყარო გამოჩნდა. ამიტომ, საკრებულოს თანხმობით, ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის პროექტი განსახილველად ხელახლა წარვადგინეთ, ლახუნდარის გზის კეთილმოწყობისა და საღანძილის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტებთან ერთად.“
მალხაზ ფხალაძე იმედოვნებს, რომ ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ იქ, სადაც ადრე მოსწავლეთა არაერთი თაობა ისვენებდა, უკვე სამი წელია, ხარაგაულის ტურიზმის სამსახური კარვების ბანაკს აწყობს.
ფოტოებზე: კარვების ბანაკი ზვარეში (2015 წ.); ასე გამოიყურება ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის შენობა დღეს.

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი