

ზვარეს ყოფილი მოსწავლეთა ბანაკის რეაბილიტაცია, ხარაგაულის გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძის თქმით, 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გამზადებულია და გადაწყვეტილებაც, – მიღებული, პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის თქმით, ბანაკის აღსადგენად ზვარეში ამ ტიპის დაწესებულების მართვის დასაბუთება და ექსპლუატაციისთვის გაანგარიშებების დამუშავებაა საჭირო.
ვიდრე პოლიტიკოსები მსჯელობენ, სწორედ იქ, სადაც ადრე მოსწავლეთა არაერთი თაობა ისვენებდა, მესამე წელია, ხარაგაულის ტურიზმის სამსახური კარვების ბანაკს აწყობს.
ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა ჭიპაშვილის თქმით, წელს ზვარეში 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაისვენებს, მათ შორის სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებულები საქართველოს 25 მუნიციპალიტეტიდან.
გასულ წლებში ზვარეს კარვების ბანაკის მონაწილე შალვა ჩხეიძე და მისი მეგობრები ხშირად იხსენებენ ზვარეში გატარებულ სასიამოვნო დღეებს. მას სურს, რომ ზვარეში ერთდროულად 50 ახალგაზრდის ნაცვლად 150 ისვენებდეს; კარვებიდან შენობაში გადაინაცვლონ; თითოეული ნაკადი, 4 დღის მაგივრად, 10 დღე გრძელდებოდეს.
„მსურს, აღდგეს ბანაკის შენობა, ჩვენ თაობასაც მიეცეს ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთობის შესაძლებლობა,“ – ამბობს ხარაგაულელი ანა კვინიკაძე.
რამდენად შესრულებადია ბანაკის აღდგენაზე ხელისუფალთა დაპირება, 2016 წლის ბოლოს გვეცოდინება.
ლაურა გოგოლაძე
შოთა ლომიძის ფოტორეპორტაჟი
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი