

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე სკოლა მონაწილეობდა. ამ კონკურსის ნახევარფინალში 129 ეკოკლუბი გადავიდა.
რეგიონული ნახევარფინალები 2025 წლის ივლისში (როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში) გაიმართება. ფინალი კი სექტემბერში შედგება.
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალის საგზური იმერეთიდან 27 სკოლის ეკოკლუბმა მოიპოვა; მათ შორის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან – კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე ხელები“, ლაშეს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა – „დედამიწა ჩვენი სახლია“ და ვარძიის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა – „მწვანეები“.
ნახევარფინალისტთა შორის, იმერეთის მასშტაბით, კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ქულებით მესამე ადგილზეა.
კონკურსის ხარაგაულელ მონაწილეებს შემდგომ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი