
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის – „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაცია და კვლევა“ – პრეზენტაცია გაიმართა.
მეათე კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ დალი ლურმანაშვილთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებლის წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ისტორია და თანამედროვეობა გაგვაცნეს.
ღონისძიებას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და ამ ტაძრის წინამძღვარი, ხარაგაულელი, იღუმენი თადეოსი (ხაჩიძე) ესწრებოდნენ.
„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება სკოლებში საბაზო საფეხურზე, მეცხრე კლაში, სრულდებოდა, – ამბობს დალი ლურსმანაშვილი, – ორი წლის წინ მეათე კლაში დაემატა ე.წ. პროექტული სწავლება ამ საგანში. მოსწავლეები სასწავლო წლის განმვალობაში ორ პროექტს განახორციელებენ. პროექტის მიხედვით განსაზღვრულია, რომ უნდა ავირჩიოთ საქართველოს რომელიმე მხარეში არსებული კულტურული ძეგლი და მასზე გავაკეთოთ კვლევა და მის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. პირველ სემესტრში პროექტის ფარგლებში ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ გავაკეთეთ კვლევა.
მეორე სემესტრში მოსწავლეებმა მოიდომეს, რომ ეს ყოფილიყო ნაკლებად ცნობილი ტაძარი და არა იმერეთის რეგიონში. გაგვახსენდა, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გელა ხაჩიძე, ამჟამად იღუმენი თადეოსი ქარელის მუნციპალიტეტში სოფელ სანებლის ეკლესიაში მოღვაწეობდა. ამ ტაძარზე ცნობები ინტერნეტში პრაქტიკულად არ მოიძებნებდა და გადავწყიტეთ ტაძრის ისტორიას ადგილზე გავცნობოდით“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ტაძრის ისტორიაზე.
„ტაძარი, თამარ მეფის ეპოქაშია აგებული, მაგრამ ბოლშევიკების დროს დაანგრიეს და მისი აღდგენის რამოდენიმე მცდელობა, საბჭოთა პერიოდში, ვერ განხორციელდა. 2008 წელს იღუმენი თადეოსის მონდომებით ტაძრის აღდგენა დაიწყო. მამა თადეოსს ამ საქმეში ფიზიკურად თუ ფინანსურად ხარაგაულელები ეხმარებოდნენ. ტაძრის მშენებლობაში გამოყენებულია ხანდებისა და ბორითის ქვები, ტაძრის სახურავისთვის კრამიტი ხარაგაულსა და ზესტაფონში შეიძინეს, ამ ტაძარში თითქოს იმერეთის სული ტრიალებს“, – აღნიშნეს მოსწავლეებმა ღონისძიებაზე.
ტაძარი ორი დიდი წმინდანის – წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებს. მოსწავლეებისგან მოწოდებული ინფორმაციით, ამას თავისი მიზეზი აქვს: ძეგლთა აღწერილობაში მითითებულია, რომ აღნიშნული ეკლესია წმინდა გიორგის სახელზეა აგებული, ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით კი წმინდა ნიკოლოზის ხეხელობის ყინწვისის მონასტერში ძველად აკრძალული იყო ჯვრისწერის ჩატარება, რადგან აქ ცხოვრობდნენ ბერები, რომლებმაც უარი თქვეს ქორწინებაზე. ამის გამო სოფელ სანებელში აიგო ყინწვისის მეტოქიონი (მეტოქიონი, ანუ მთავარი სამონასტრო ტაძრის ერთგვარი წარმომადგენლობა, ფილიალი) ეკლესია, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის სახელზე.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ ტაძარში მეგობრებთან ერთად ადრეც იყო ნამყოფი.
„იქაურობით იმდენად მოვიხიბლე, რომ სულ მქონდა სურვილი კიდევ ჩვსულიყავი, როდესაც პროექტის ფარგლებში ამ ტაძრის კვლევა დავიწყეთ, სიამოვნებით ჩავერთე ამ პროცესში და ბევრი საინტერესო რამ გავიგე ტაძარზე. ყველას ვურჩევ, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კულტურული ძეგლი აუცილებლად მოილოცონ“, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.
„თავიდა, როცა ტაძარზე დავიწყეთ მუშაობა, მიკვირდა, რომ ასეთი ლამაზი და საინტერესო ისტორიის მქონე ტაძარი რატომ არ იყო ფართოდ ცნობილი საზოგადოებაში. როცა ადგილზე ჩავედი, იმდენად მოვიხიბლე იქაურობით, რომ გადავწყვიტე, მის პოპულარიზაციაში ჩემი წვლილი შემეტანა. პროექტის ფარგლებში მოვამზადე საინფორმაცია ბუკლეტები, ნახატები და ჩემი გადაღებული ფოტოებით გავაკეთე ვიდეორგოლი ამ ტაძრის შესახებ“, – ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ქეთევან მაჭავარიანი.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის – „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაცია და კვლევა“ – პრეზენტაცია გაიმართა. მეათე კლასის მოსწავლეებმა სახვითი და […]
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება