

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილი დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის სარჩელი.
ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ძალაში დატოვა, ასევე არ დააკისრა გამგეობას მიხეილ ჭიპაშვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მიხეილ ჭიპაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
მიხეილ ჭიპაშვილი არის რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ასევე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე. მიხეილ ჭიპაშვილი იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის საარჩევნო შეხვედრების ორგანიზატორი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი