

ხარაგაულში, კერძოდ ხანდებში, ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.
ექსპედიციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ხარაგაულში შუა პალეოლითის, ე. წ. მუსტერული ძეგლის არსებობა დასტურდება.
მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია, დევის ხვრელზე ბევრად, დაახლოებით 10-11 ათასი წლით ძველი. აქ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.
თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა.
აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.
ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 28 ივნისს ხარაგაულს იერუსალიმის უნივერსიტეტის არქეოლოგები ესტუმრებიან, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – წყალტუბოსა და ჭიათურაში არქეოლოგიურ გათხრებს აფინანსებენ. თენგიზ მეშველიანი იმედოვნებს, რომ უცხოელი კოლეგები ხარაგაულში სამუშაოების გაგრძელებას დააფინანსებენ.
ხარაგაულში ექსპედიციის მოწყობით ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები შარშან დაინტერესდნენ, როცა დევის ხვრელში დამატებითი გათხრები ჩაატარეს.
ნინო კაპანაძე

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,
2025 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2