ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2018“ გაიმართა.
ფესტივალს საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი სიმღერა „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.
ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალი ზესტაფონის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.
ფესტივალში ხარაგაულიდან ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ ჩაერთო.
„კახორი“ ფესტივალის დამაარსებლის, მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზითა და სიგელით „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი“ დაჯილდოვდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი წილად ხვდა ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულ ანსამბლს „ზესტაფონი.“ მეორე ადგილზე გავიდა ჭიათურის კვარტეტი „ჭიათურა“, მესამე ადგილის მფლობელია თერჯოლის ქალთა ანსამბლი „იამე“ და ბაღდათის ანსამბლი „იმერეთი.“
„სულიკო 2018“-ის გრან-პრი ქუთაისის კვარტეტმა დაიმსახურა.
გასულ წელს ამ ფესტივალის გრან-პრი ხარაგაულელმა მომღერალმა თიკო ჯანიაშვილმა მოიპოვა.
„
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი