
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ერთი მსახიობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ხარაგაულის კინოთეატრში გამართა სპექტაკლი „მოყვასისათვის შეწირულები“. სპექტაკლი მიხეილ თამარაშვილის, გრიგოლ ფერაძის, მამა ილია კარტოზიას და იოსებ ჟორდანიას ცხოვრებას, მოღვაწეობასა და თავგანწირვას ასახავს.
თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ გვიამბო ამ ოთხი დიდებული ქართველის, სამშობლოს ნამდვილი პატრიოტების, მოყვასის გადარჩენისთვის თავდადებული ადამიანების გმირობა, მათი მძიმე ხვედრი და საოცარი აღსასრული.
ხარაგაულში გამართულ სპექტაკლს დაესწრენ მიხეილ თამარაშვილის შთამომავლები ახალციხიდან და ახალციხის ხელისუფლების წარმომადგენლები.
მუსიკოსმა და საოპერო მომღერალმა ანზორ თამარაშვილმა ღონისძიების შემდეგ აღნიშნა, რომ „ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი უდიდესი აღმოჩენაა ქართული კულტურისთვის.“ მან აღტაცება ვერ დამალა იზა ვეფხვაძის ნიჭიერებისა და გასაოცარი მეხსიერების გამო. ანზორ თამარაშვილმა ლიტერატურულ თეატრს და სამუსიკო სკოლას გადასცა საკუთარი წიგნები „მუსიკის მსოფლიო ენციკლოპედიის ლექსიკონი.“ იზა ვეფხვაძეს კი უსახსოვრა მიხეილ თამარაშვილის ნაშრომები.
რეზო თამარაშვილმა ლიტერატურულ თეატრს აჩუქა საკუთარი წიგნი „მესხური ვაზი და ღვინო.“
ნუგზარ თამარაშვილმა აღნიშნა, რომ ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა დიდებული საღამო გამართა ახალციხესა და ხარაგაულში. მან იზა ვეფხვაძეს მიხეილ თამარაშვილის საკუთარი ხელით შესრულებული პორტრეტი გადასცა.
„საოცარი, ემოციური წუთები განვიცადეთ ახალციხესა და ხარაგაულში, მოყვასის გადარჩენისთვის თავგანწირული ადამიანების ისტორიის გაცნობისას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პიროვნებების წარმოჩენა, რომელთაც სრულიად უცხო ადამიანებისთვის გაწირეს თავი. მათ მაგალითზე უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა,“ – აღნიშნა ახალციხის ვიცე-მერმა, ანსამბლ „მესხეთის“ ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა.
ახალციხის მერმა გია კოპაძემ სპექტაკლს მნიშვნელოვანი და გამორჩეული უწოდა.
„თავდადებული გმირების ცხოვრება უნდა იცოდეს ყველამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა,“ – აღნიშნა სპექტაკლის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.
იზა ვეფხვაძის თქმით, სპექტაკლი მეუფე დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით საქართველოს ყველა ეპარქიაში გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება