

ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების მოძიება-დასაქმებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების აუცილებლობას, „ჩემი ხარაგაულის“ სისტემატურად აშუქებს.
რამდენიმე დღის წინ ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მალხაზ კაკულიამ შეგვატყობინა, რომ 2026 წლის დეკემბრიდან საავადმყოფოში სიახლეები იგეგმება. მისი ინფორმაციით, დეკემბრიდან საავადმყოფოში მისული პაციენტები გინეკოლოგის, ქირურგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურებას მიიღებენ. ეს სპეციალისტები, ხარაგაულის საავადმყოფოში იმუშავებენ გრაფიკით, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
მალხაზ კაკულიას ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობაში მოწესრიგდა ლიფტი. რენტგენის აპარატს, სავარაუდოდ, 2027 წლის თებერვლისთვის მიიღებენ.
ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ამბობს, რომ პრობლემებს, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, ეტაპობრივად აგვარებს.
ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმი-სპეციალისტების მუშაობის ახალ გრაფიკს დეკემბრის პირველ რიცხვებში გაგაცნობთ.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ავადმყოფობა ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმთა მუშაობის განრიგს არ ცნობს
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 2027 წლის ბიუჯეტის
ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტით წარმოქმნილი
სააგენტო, რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა,